სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ევროკავშირმა უკვე შეადგინა იმ პირთა სია, ვისაც ბელარუსის მოვლენებიდან გამომდინარე, სანქციები დაუწესდებათ. საუბარია 31 ადამიანზე, მათ შორის ერთ-ერთი ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი, იური კარაევსია.
სააგენტო ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს სხვა პირებს, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ, თუმცა როგორც "როიტერის" ექსკლუზიური მასალა ამბობს, სია თავდაპირველად 14 მაღალჩინოსნიგან შედგებოდა, საბოლოოდ კი მათი რაოდენობა გაიზარდა და 31 გახდა.
ასევე ნახეთ: ვითარება ბელარუსში - ამერიკელი კანონმდებლები სანქციების დაწესებას ითხოვენ"თავადაპირველად მივაღწიეთ შეთანხმებას 14 მაღალჩინოსანზე. შემდეგ დავიწყეთ მსჯელობა, რომ ეს საკმარისი არ იყო. სწორედ ამიტომ გავაგრძელეთ მუშაობა და მოვახერხეთ შეთანხმება დამატებით 17 ადამიანზე,"- ეუბნება ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატი სააგენტო "როიტერს".
წინასწარი ინფორმაციით, სანქციები ბელარუსის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და ფინანსური აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების სიაში ჯერჯერობით არ ფიგურირებს.
კონკრეტული დღე, თუ როდის გამოცხადდება 31 სანქცირებული პირი და როდის ამოქმედდება სანქციები, დღეს ცნობილი არ არის, თუმცა გასულ შაბათ-კვირას ბელარუსში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროკავშირში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადაში გამოაცხადებენ.
ასევე ნახეთ: ბალტიისპირეთის სანქციები ლუკაშენკოსშეგახსენებთ, რომ ბელარუსში უკვე დაახლოებით ერთი თვეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ალექსანდრ ლუკაშენკოს წასვლას და ხელახალი სამართლიანი არჩევნების გამართვას მოითხოვს.
ლუკაშენკო მოსახლეობას არ უსმენს, მეტიც, მათ სცემს, აკავებს და აპატიმრებს. სწორედ გაყალბებული არჩევნებისა და მზარდი ძალადობის გამო, ბელარუსის ლიდერს დასავლეთი აკრიტიკებს და სანქციებით ემუქრება.
ასევე ნახეთ: ბელარუსში ოპოზიციის ლიდერი გაიტაცესევროპასთან ერთად სანქციების დაწესებაზე საუბრობენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში. კონგრესმენებმა გასულ კვირას ამ მოთხოვნით ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მიმართეს.
Your browser doesn’t support HTML5