ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბელარუსთან დადებული სავიზო შეთანხმების ზოგიერთი ნაწილი, შეჩერებულია. ევროკავშირი ამ ნაბიჯს მინსკიდან ბრიუსელის წინააღმდეგ განხორციელებულ "ჰიბრიდულ იერიშს" უკავშირებს, რაც პოლონეთთან საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისს აღრმავებს.
ასევე ნახეთ: მიგრანტთა კრიზისი პოლონეთი - ბელარუსის საზღვარზეშეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება შეეხება ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მაგრამ - არა რიგით მოქალაქეებს, - ნათქვამია ევროპული საბჭოს დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. საბჭო ევროკავშირის ორგანოა, რომელიც წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებს აერთიანებს.
საბჭო განცხადებაში გმობს "ბელარუსის რეჟიმის მიერ მიგრაციის განგრძობად ინსტრუმენტალიზაციას". ბრიუსელის განცხადებით, მიუღებელი და დაუშვებელია ადამიანთა სიცოცხლის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.
დღეს პოლონეთი იძულებული გახდა ბელარუსთან საზღვარი დაეკეტა, მას შემდეგ რაც მეზობელი ქვეყნიდან მისი გადმოკვეთა მიგრანტებმა ძალის გამოყენებით სცადეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის თქმით, „მთელი ევროკავშირის სტაბილურობა და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის“.
ბელარუსი ბრალდებებს უარყოფს.