ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტთა კრიზისი პოლონეთი - ბელარუსის საზღვარზე


ოფიციალური ვარშავა და მინსკი, საერთო საზღვარზე მიგრანტების საკითხზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ურთიერთბრალდებებს გამოთქვამს.

პოლონეთი აცხადებს, რომ მეტწილად ახლო აღმოსავლეთიდან დევნილ მიგრანტთა ჯგუფებს, ევროკავშირის წევრ პოლონეთის საზღვრისკენ ლუკაშენკოს მთავრობა უბიძგებს.

„მთელი ევროკავშირის სტაბილურობა და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა“ -ასე ეხმაურება მიგრანტთა სასაზღვრო კრიზისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. მატეუშ მორავიეცკი ამბობს, რომ საფრთხეს ევროკავშირს ბელარუსის ქმედებები ქმნის.

ოფიციალური მინსკი ბრალდებებს უარყოფს. თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონური მხარის ბრალდებები „უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.“

ბელარუსის საგარეო უწყება კი პოლონეთს აფრთხილებს თავი შეიკავოს „ნებისმიერი პრვოკაციისგან.“

ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება ორშაბათს დაიძაბა, თუმცა პოლონური პოლიცია აცხადებს, რომ გასულ ღამეს ვითარება მშვიდი იყო.

პოლონეთმა საზღვრის ეს მონაკვეთი დახურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მიგრანტები კარვებით, საზღვრის ბელორუსულ მხარესა არიან მოქცეულნი.

XS
SM
MD
LG