გამოცემა „euobserver”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ოქტომობერში საქართველოსთვის, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის გადახედვას გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, საკითხის განხილვა ამ ქვეყნებიდან მზადარდ თავშესაფრის უსაფუძვლო მაძიებელთა რაოდენობას უკავშირდება.
ანგარიში, რომელზეც გამოცემა საუბრობს ნათქვამია, რომ ბოლო სამ თვეში საქართველოდან გერმანიაში წასული ადამიანების რიცხვი 51%-ით არის გაზრდილი, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
გამოცემის გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ „ეს უბრალოდ ყალბი ამბავია“. განცხადება გერმანიის პრეზიდენტმა მოლდოვის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ასევე ნახეთ: ნატოს გემები შავ ზღვაში საქართველოსთან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენშტაინმაიერი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისთვისაც მოულოდნელი იყო და ის გადაამოწმა.
„ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ისევე, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადავამოწმე ბერლინში და გერმანიის შინაგან საქმთა სამინისტროშიც. აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი ამბავი. ეს უბრალოდ ყალბი ამბავია,“- ამბობს გერმანიის პრეზიდენტი.
„Euobserver“- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. მინისტრი ზალკანიანი ამბობს, რომ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75 პროცენტით არის შემცირებული.
ასევე ნახეთ: „2-ში ჩამოვდივარ“ - ბევრი „თუ“ სააკაშვილის მორიგ დაპირებაში„მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო ყველა და ასევე იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ამბავი აიტაცეს. ვიცი, რომ აღტკინება არის ჩვენ ოპონენტებში ამის გამო. წარმოუდგენელია, როდესაც ოპონენტები ხარობენ, სავარაუდოდ, ქვეყნის წარუმატებლობით, მინდა, მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი...არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით 75 პროცენტით არის შემცირებული. ეს არის ტყუილი. არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი არის კარგად. ბოლო სავიზო ლიბერალიზაციის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უაღრესად პოზიტიური, სადაც დადებითი შეფასება აქვს ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება,"- ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.