ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გემები შავ ზღვაში საქართველოსთან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ


შავ ზღვაში ნატოს ხომალდები საქართველოსთან ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ამ მიზნით, ბათუმის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები შევინენ. ხუთი გემი, რომლებიც წვრთნეში მიიღებს მონაწილეობას, ესპანეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს წარმოადგენენ.

ნატოს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

სამინისტროს განცხადებით, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების შორის ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაზრდას და საქართველოს საზღვაო შესაძლებლობებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG