ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 27 პაციენტი გარდაიცვალა. www.stopcov.ge-ზე გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დროის ამავე მონაკვეთში, 663 ადამიანს ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა - გამოჯანმრთელდა 2 383 ადამიანი.
ამ მოცემულობით, დაავადების დღიური მაჩვენებელი 4,99%-ს აღწევს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებლი 6,48%, ერთი კვირის განმავლობაში კი 6,01%-ს აღწევს.
4 569 პაციენტი სტანციონარში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 776-ია.
ოფიციალური მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში 1 749 457 აცრაა გაკეთებული.
პანდემიის დაწყებიდან, დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჯამში ინფიცირების 607 155 შემთხვევა დადასტურდა.
Facebook Forum