მუბარაქი ციხეში გადაიყვანეს

In this video image taken from Egyptian State Television, 84-year-old former Egyptian president Hosni Mubarak is seen in the defendant's cage as a judge reads the verdict in on charges of complicity in the killing of protesters during last year's uprising

84 წლის მუბარაქი სამხედრო ჰოსპიტალიდან საპატიმროში გადაიყვანეს
ეგვიპტის გენერალური პროკურორის ბრძანებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში უნდა დააბრუნონ.

აბდელ მაგუიდ მაჰმუდის გადაწყვეტილების შესაბამისად, 84 წლის მუბარაქს დღეს გადაიყვანენ საპატიმროში.

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი საპროტესტო გამოსვლების დროს ადამიანების დაღუპვის გამო. ასე სავალალოდ დამთავრდა მუბარაქის 30-წლიანი მმართველობა ეგვიპტეში.