ეგვიპტის სამხედრო მმართველებისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ქვეყნის ისლამისტებით დომინირებული პარლამენტი ხელახლა შეიკრიბა.
საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა დღეს მას მერე შეიკრიბა, რაც პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ ორშაბათს საგანგებო განკარგულებას მოაწერა ხელი და პარლამენტის აღდგენა მოითხოვა.
ეგვიპტის უზენაესმა სამხედრო საბჭომ, ივნისში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელშიც არჩევნების პროცესში დარღვევები დაფიქსირდა, საკანონმდებლო ორგანო დაითხოვა.
ქვედა პალატის სპიკერმა საად ელ კატატნიმ განაცხადა, რომ პარლამენტარების შეკრება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ასრულებს.