ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა პარლამენტის მუშაობის განახლებას დაუჭირა მხარი, რომელიც გასულ თვეს ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელების ინიციატივით და უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაშალეს.
სამშაბათს, ეგვიპტის პარლამენტში მუშაობის განახლების შესახებ პრეზიდენტ მუჰამედ მორსის მოწოდებას 200-მდე დეპუტატი გამოეხმაურა, მათ შორის ლიბერალური ვაფდის პარტიის წევრი აჰმედ მაჰმუდ ატალა.
მისი თქმით: “შეხვედრა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთმო და პარლამენტარებმა საკასაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრებას დაუჭირეს მხარი.“
ეგვიპტის კონსტიტუციურმა სასამართლომ არჩევნებში გამარჯვებული მუსლიმთა საძმო მთელ რიგ დარღვევებში დაადანაშაულა და ამის გამო პარლამენტის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტ მორსის პოზიციას პარლამენტის უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე. პრეზიდენტის მომხრეები თვლიან, რომ ის რეფორმატორია, რომელსაც სამხედროები უშლიან ხელს.
როგორც პრეზიდენტის მხარდამჭერთა მიტინგზე მისული ეგვიპტელი დიასახლისი უმ მოჰამედი ამბობს: “პარლამენტმა ხალხის ინტერესები უნდა დაიცვას და ქვეყნის განვითარებისთვის იზრუნოს. ეგვიპტე ძველი მთავრობის კორუმპირებულობამ დააზარალა და ხალხი რეფორმების განხორციელებას უჭერს მხარს.“
პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მას ეგვიპტის ძლევამოსილ სამხედროებთან დააპირისპირებს, თუმცა ფეხბურთის მწვრთნელი საბერ საად ელ დინი სხვაგვარად ფიქრობს.
მისი თქმით: ’’პრეზიდენტი მორსი გამოცდილი პოლიტიკოსია და არ შევა არმიის ხელმძღვანელობასთან კონფრონტაციაში, რადგან უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ეგიპტეს სწორედ სამხედროები მართავდნენ.“
თუმცა, მორსის ზოგიერთი მხარდამჭერი არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას. იუსუფ აბდელ ჰაფიზ მოჰამედი ერთ-ერთი მათგანია. მისი თქმით: “მართალია, ხმა მივეცი მორსის, მაგრამ ახლა შევიცვალე აზრი, რადგან პრეზიდენტმა კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა. გარდა ამისა, მუჰამედ მორსის არ გაუწყვეტია კავშირი მუსლიმთა საძმოსთან და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებისგან იღებს დირექტივებს, ხალხს კი დამოუკიდებელი პრეზიდენტი ჭირდება.“
დაპირისპირების მიუხედავად, ეგვიპტის პრეზიდენტი და სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი ერთად ესწრებოდნენ სამხედრო ოფიცრების გამოსაშვებ საღამოს, რაც პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით მათი თანამშრომლობის დასტურია.