ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ეგვიპტის მხარდაჭერას ადასტურებს


ეგვიპტეს ჯერეჯრობით არ ჰყავს პარლამენტი, რის გამოც ხელისუფლება სამხედროების მართველობის ქვეშაა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს მოჰამედ მორსის შეხვდა. შეხვედრის თემა ეგვიპტის ეკონომიკა და რეგონალური უსაფრთხოების საკითხები იყო.

კლინტონის განცხადებით, მისი ვიზიტი ეგვიპტის დემოკრატიული გარდაქმნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის ისტორიაში დემოკრატიული გზით პრეზიდენტის არჩევა პირველად მოხდა, ეგვიპტეს ჯერეჯრობით არ ჰყავს პარლამენტი. რის გამოც ხელისუფლება დღემდე სამხედროების პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება.

"პრეზიდენტ მორსის განცობიერებული აქვს, რომ ეგვიპტის დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბება პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებით, ახალი კონსტიტუციისა და პარლამენტის ჩამოყალიბებით უნდა მოხდეს"-აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.
XS
SM
MD
LG