ეგვიპტეში არეულობა გრძელდება

პრეზიდენტის სასახლის წინ ათი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა
ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის ოპონენტებმა მავთულხლართის კორდონი გაარღვიეს, რომელიც საპრეზიდენტო სასახლის გარშემო იყო გაჭიმული. სასახლის წინ ათი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
ინფორმაცია იმის თაობაზე შეაღწიეს თუ არა აქციის მონაწილეებმა სასახლის მთავარ შესასვლელთან არ არსებობს. თუმცა ცნობილია რომ იქ მთავრობის მიერ ტანკები იყო განლაგებული. ქაიროში გასული დღის განმავლობაში რამდენიმე აქცია გაიმართა. ქუჩებში გამოვიდნენ, როგორც პრეზიდენტ მორსის მოწინააღმდეგეები, ისე მისი მხარდამჭერებიც.