სამშაბათს ეგვიპტის პოლიციამ პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილი ათასობით საპროტესტო აქციის მონაწილის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პოლიცია შეეცადა შეეჩერებინა დემონსტრანტები, რომლებიც სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ. საბოლოოდ ძალოვანებმა მომიტინგეებს ბარიერის გადალახვის უფლება მისცეს. ეგვიპტის პრეზიდენტმა მიტინგის დროს სასახლე დატოვა. მომიტინგეები ანტი-სამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ.
სამშაბათს საპროტესტო აქციის ლიდერებმა მორსის უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს და შეუზღუდავ უფლებებზე უარის თქმისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს პრეზიდენტს, საშუალება მისცეს სეკულარებსა და ლიბერალებს, ისლამისტებთან ერთად განახლებული კონსტიტუციის პროექტზე იმუშავონ.