ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ მუჰამედ მორსის მხარდამჭერი ისლამისტების პროტესტს მოყვა, რომლებმაც დღეს სასამართლოს შენობას ალყა შემოარტყეს. უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ მუშაობის შეჩერებით გამოხატეს პროტესტი, იმ ზეწოლაზე, რომელიც დემონსტრანტების მხრიდან მათზე განხორციელდა. სასამართლო ამომორჩეველთა ასამბლეის კანონიერებას არკვევდა, რომელიც ძირითადად ისლამისტებისგან შედგება და ახალი კონსტიტუციის შექმნაზე მუშაობს.
სასამართლო ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუჰამედ მორსიმ გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ბრძანებულებები სასამართლო განხილვებს არ ექვემდებარება. ქვეყნის კონსტიტუციაზე რეფერენდუმი 15 დეკემბერს არის დანიშნული. პრეზიდენტი მორსი აცხადებს, რომ ამით ეგვიპტეში უკიდურესი ძალაუფლებების ეპოქა დასრულდება.