ეგვიპტის პრეზიდენტმა რეფერენდუმის დღე დანიშნა. 15 დეკემბერს ეგვიპტელები წინააღმდეგობრივ კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებენ. განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საბჭომ, რომელშიც უმეტესად ისლამისტები შედიან, პრეზიდენტი მუჰამედ მორსის კონსტიტუციური ცვლილებების საბოლოო გეგმა გადასცა.
ცვლილებების პაკეტი შეიცავს ისლამისტურ პრინციპებს, რომლებსაც ქვეყნის კონსტიტუცია დაემყარება.
შაბათს მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტ მორსის მომხრეები აქციებს მართავდნენ. ისინი ქაიროს უნივერსიტეტთანაც შეიკრიბნენ. ამასთან, დემონსტრენტები ეგვიპტის დროშებითა და ბანერებით "ღვთის კანონის" მიღებას ითხოვდნენ.