ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ახალი კოსტიტუციის პროექტი არ შეჩერდება


ქაიროში პრეზიდენტის სასახლის მისადგომებთან ჯარისკაცებმა ბეტონის ბლოკები დაალაგეს

ეგვიპტის ოპოზიციამ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ უარი თქვა შეეჩერებინა ახალი კოსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი რეფერენდუმი, რომელიც მას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს.
ქაიროში პრეზიდენტის სასახლის მისადგომებთან ჯარისკაცებმა ბეტონის ბლოკები დაალაგეს. აქ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობდა.
სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებით შეიძლება.
ბატონი მორსის განცხადებით, არეულობის დროს 7 ადამიანი დაიღუპა და 700 დაიჭრა, რასაც ეგვიპტის ხელისუფლება არასოდეს შეურიგდება.
XS
SM
MD
LG