მუჰამედ მორსი ეგვიპტელებს მიმართავს

ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით ეგვიპტელებს მიმართა. მიმართვა იმ საპროტესტო ტალღამ გამოიწვია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ქაიროს ქუჩებში არ წყდება. მორსის განცხადებით, ის არ დაუშვებს მკვლელობებსა და საბოტაჟს. მისივე თქმით, მრავალი "ავაზაკი ცდილობს შექმნას ქვეყანაში ქაოსი.
პრეზიდენტმა გამოთქვა მწუხარება იმ დაღუპულთა და დაჭრილთა გამო, რომლებიც ძალადობას შეეწირნენ. ქვეყანაში შექმნილი კონსტიტუციური კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად კი ეგვიპტის ლიდერი დიალოგის წარმოებაში ხედავს.