მოჰამედ მორსის პროცესი დაიწყო

ეგვიპტის ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ

Your browser doesn’t support HTML5

პრეზიდენტის პოსტიდან პატიმრობამდე


პრეზიდენტის პოსტიდან - პატიმრობამდე, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ივლისში თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად ორშაბათს, სისხლის სამართლის სასამართლოში მისვლის დროს გამოჩნდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ქაიროდან ყოფილი პრეზიდენტის მცირეხნიანი სასამართლოს შესახებ გვიყვება.

პროცესი დაწყებისთანავე ჩაიშალა. ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის სასამართლო სხდომა პირველივე მოსმენაზე გადაიდო. ამის მიზეზი ეჭვმიტანილთა მიერ სასამართლო სხდომათა დარბაზში ხმაურიანი პროტესტი გახდა.

მორსი, საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს, თანამდებობიდან სამხედრო აჯანყებულებმა ჩამოაგდეს. როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, სასამართლო დარბაზში ექს-პრეზიდენტმა სასამართლო შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა, და ამბობდა რომ ის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტია.

მოჰამედ მორსის, „მუსლიმთა საძმოს“ 14 წევრთან და მისი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად ბრალი ედებათ გასული წლის დეკემბერს, მის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დემონსტრანტების მკვლელობის საქმეში. თუ მას ეს ბრალი დაუმტკიცდა, სიკვდილით დასჯა ემუქრება.

სასამართლო პროცესი დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან მოჰამედ მორსი წინააღმდეგი იყო, პატიმრის ფორმა ჩაეცვა.

უშიშროების სამსახურები განსაკუთრებულ მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი, ქაიროს გარეუბანში, პოლიციის აკადემიის იმავე შენობაში სადაც, მოჰამედ მორსის დღევანდელ პროცესამდე მისი წინამორბედი პრეზიდენტის, ასევე ხელისუფლებიდან განდევნილი ჰოსნი მუბარაქის პროცესი გაიმართა.

მორსის მომხრეების მიერ სხვადსხვა დროს გამართული აქციების დროს, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ათასამდე შეიარაღებული სპეცნაზელი გამოიყვანა. შეტაკებებს უკვე 1000 ადამიანი შეეწირა. ხელისუფლების ცვლილებისთანავე ახალმა სამხედრო ძალამ მორსის მხარდამჭერების და სხვა ისლამისტების დევნა დაიწყო.

სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მებრძოლი ალიანსის წევრები ორშაბათს, ქვეყნის ცენტრალური ქალაქების ქუჩებში, და ქაიროში სასამართლო შენობის წინ იმ მიზნით გამოვიდნენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესი გაეპროტესტებინათ.

დღემდე ბევრი ეგვიპტელი მორსის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს აპროტესტებს, რომელიც ხელისუფლების სათავეში პირველად ქვეყნის ისტორიაში, თავისუფალი არჩევნების გზით მოვიდა. ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური სოციოლოგი სეიდ სადეკი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ისლამური პოლიტიკის დამღა ქვეყანას გაანადგურებს.

სეიდ სადეკი: მთელი მსოფლიო შემდეგ ეგვიპტელებს განსჯიდა, და ეტყოდა იმიტომ განადგურდა ეგვიპტე, რომ ამის შესაჩერებლად არ იმოქმედეთ, იდექით ზომბებივით და მის დანგრევას თვალს ადევნებდით.

ბევრი ექსპერტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობით არის გამსჭვალული, და სამართლიანი განაჩენის იმედი აქვთ. ეს სასამართლო პროცესი კი 2011 წლის ეგვიპტის რევოლუციის დანაპირების ასრულებას წარმოადგენს.

თუმცა ზოგიერთი ამას საზოგადოების ნების გამოხატვას უწოდებს, ზოგის აზრით კი ეგვიპტელების ძალის თავიდან მოზღვავებაა.

ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტიან დონატი ამ თემაზე საუბრობს.

ქრისტიან დონატი: ყველაზე ძლევამოსილებიც კი შეიძლება ჩამოაგდონ. მაგრამ საკითხი ეხება იმას, თუ რა ვითარებაში ხდება ეს, ვინ მიიყვანა ეს ლიდერები სასამართლო დარბაზამდე. მთავარი მოთამაშე კი ამ შემთხვევაში სამხედრო გენერალიტეტია.

დონატის აზრით, ასეთი საკითხების მოგვარებისთვის ეგვიპტეს დიდი დრო დასჭირდება.

როგორც ეგვიპტის სახელმწიფო არხები აცხადებენ, მოჰამედ მორსის სასამართლო პროცესი 8 იანვარს განახლდება.