ვაშინგტონი —
გასულ ხუთშაბათს საპყრობილედან - სახლში, შინა პატიმრობის პირობით ვერტმფრენით გადაყვანილი ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ისტორიამ კითხვები გააჩინა ეგვიპტის მომავლის შესახებ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეგვიპტე ძველ მდგომარეობას უბრუნდება. ქაიროდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი მოგვითხრობს.
საპყრობილედან ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის გათავისუფლების შემდეგ ბურუსითაა მოცული თუ რა ბედი ეწევა „მუსლიმთა საძმოს“ ასევე დაპატიმრებულ და მიმალვაში მყოფ წევრებს, ასევე საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია გატარდეს მათ მიმართ შემდგომი სადამსჯელო ღონისძიებები.
პრეზიდენტი მუბარაქი ქაიროს გარეუბანში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ის კანონის ძალით ციხეში აღარ უნდა დარჩენილიყო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მას შინა პატიმრობა მიესაჯა.
თუმცა ოცდაათ წლიანი მმართველობის პერიოდში განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის 2011 წლის დემონსტრაციების დროს გამოყენებული ძალისმიერი მეთოდების შედეგად აქციის მონაწილეთა მკვლელობის გამო, მას სასამართლო მაინც ელოდება.
„მუსლიმთა საძმოს“ მხარდამჭერები და ისინიც, ვინც 2011 წელს მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ იყვნენ ამბოხებულნი, მოვლენათა ასეთი განვითარებით შოკირებულები არიან.
თუმცა ეგვიპტის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცერი და ანალიტიკოსი გენერალი სამე სეიფი ალ ეიზელი ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
სამე სეიფი ალ ეიზელი: მუბარაქის საქმეს ეგვიპტის უზენაესი სასამართლო განიხილავდა, რომელსაც კანონიერი ქმედების განხორციელების უფლება აქვს. შემდეგ მისი საქმე სხვა სასამართლოს დაუბრუნდა, იმას , რომელიც თავიდანვე იყო საქმეში ჩართული, რაც ეგვიპტეში ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში ჩვეულებრივ პროცედურად ითვლება.
თუმცა ის, რაც ჩვეულებრივ პროცედურად ითვლება, ეგვიპტეში ცოტა რთულად აღიქმება. ქვეყანას სამოც წელზე მეტი სამხედრო გენერალიტეტი მართავდა და რევოლუციის შემდეგ ეგვიპტემ თავისუფალი არჩევნების გზით ახალი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი აირჩია, რომელიც ორი თვის წინ სამხედრო პირების მიერ მხარდაჭერილი აქციების შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდეს.
ეგვიპტეში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ადამ ერელი ამ თემაზე საუბრობს.
ადამ ერელი: ის ფაქტი, რომ ეგვიპტის ორივე პრეზიდენტი სხვადასხვა დროს, სამხედრო პირი და ასევე „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენელიც იყო , სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს, რომელიც შეიძლებოდა მათი დაპატიმრებით დამთავრებულიყო. ყველაზე საინტერესო კითხვა მდგომარეობას იმაში, თუ როგორ განვითარდება ეგვიპტის მომავალი, როგორი იქნება ქვეყნის პოლიტიკური სისტემა.
ეგვიპტელი აქტივისტები ამბობენ, რომ უკანასკნელი მოვლენები, რომელიც იქ განვითარდა ქვეყანას არა მხოლოდ 2011 წლამდე მდგომარეობაში აბრუნებს, არამედ 1950-იანი წლებისკენ მიჰყავს, როდესაც სამხედროებმა მეფე ჩამოაგდეს და „მუსლიმთა საძმოს“ მიმართ სხვა სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა.
გენერალი ალ ეიზელი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ 2011 წლის რევოლუცია ისევ გრძელდება, და ამბობს, რომ უფრო თვალშისაცემი მორსის წინააღმდეგ ხალხის ნების გამოხატვა იყო, რომელიც გასულ თვეებში სამხედროების მიერ მხარდაჭერილი საპროტესტო აქციებით გამოიხატებოდა.
გენერალი ალ ეიზელი: ეს პროცესი გრძელდება. 2011 წლის 25 იანვრის რევოლუციამ ახალი მიმართულება მისცა პროცესების დასრულებას, რომელიც 30 ივნისს რევოლუციით დასრულდა, რაც ეგვიპტის ისტორიაში ახალი ერის დასაწყისია.
ის ასევე ეყრდნობა „26 ივლისის რევოლუციას“, დღეს, როდესაც სამხედროებმა უსაფრთხოების და სამართლიანობის აღდგენის მიზნით ხალხის მანდატი მიიღეს. ეს მოვლენა უფრო „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ ბრძოლად განიხილება, რომელსაც ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლას უწოდებს.
ისინი, კი ვინც ქუჩაში იყვნენ გამოსული ახლა იმას აანალიზებენ, თუ საბოლოოდ რა მოიტანა მასობრივმა პროტესტმა. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ფართოდ გავრცელებულია ეგვიპტურ-ამერიკული ურთიერთობების მცოდნე დალია მოჰამედის მიერ გაკეთებული ჩანაწერი: „ გამოიყენა თუ არა ეგვიპტის მილიონობით მოქალაქემ სამხედრო მხარდაჭერა იმ პრეზიდენტის გადასაყენებლად, რომელიც მათ არ მოსწონდათ, თუ უფრო სამხედროებმა გამოიყენეს ეს ადამიანები იმისთვის, რომ ის პრეზიდენტი ჩამოეგდოთ, რომელიც არ სურდათ რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო.“