ქვეყნის დროებითი პრემიერის, ჰაზემ ალ-ბებლავის აზრით, შეერთებული შტატების მიერ ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების შემცირება „ძალზე ცუდი ნიშანი“ იქნებოდა. გარდამავალი მთავრობის ხელმძღვალელმა აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ეგვიპტის არმია ათწლეულების მანძილზე რუსეთის სამხედრო დახმარებითაც საქმეს თავს მშვენივრად ართმევდა. პრემიერმა ბებლავიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს და ეგვიპტეს ერთმანეთი ისევე ჭირდება, როგორც მის ქვეყანას ევროპის და აზიის ქვეყნებთან არსებული ურთიერთობის შენარჩუნება.
როგორც ცნობილია, გუშინ, პრეზიდენტი ობამა კაბინეტის წევრებს შეხვდა, რათა ეგვიპტისთვის 1.5 მილიარდიანი დახმარების საკითხისთვის ერთად გადაეხედათ. დღეს კი ჟენევაში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იკრიბება. ევროკავშირის დიპლომატები ეგვიპტისთვის გამოყოფილი 6.7-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების მიზანშეწონილობაზე იმსჯელებენ.