Მართლმადიდებელი სამყარო მომავალ კვირას, აღდგომის დღესასწაულს იზეიმებს. თუმცა, კორონავირუსის გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღდგომა წელს განსხვავებულად აღინიშნება. ქვეყნების ნაწილში საზეიმო წირვას არ დაესწრება მრევლი, მსახურების დროს ეკლესიებში მხოლოდ მღვდელთმსახურები იქნებიან, ხოლო მრევლი ლოცვას ინტერეტით მოუსმენს. Სანამ მართლამდიდებლების ნაწილი ისევ მსჯელობს როგორ აღინიშნოს აღდგომა, ქრისტიანული რელიგიის სხვა განშტოებების წარმომადგენლებმა აღდგომა უკვე აღნიშნეს 12 აპრილს. ასე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც, თითქმის ყველა ეკლესია ცარიელი იყო. საზეიმო წირვა კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ამერიკაში ეკლესიების დახურვა აღდგომამდე ბევრად ადრე დაიწყო. Მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ეკლესიებმაც გადაწყვიტეს, რომ ონლაინ მსახურებებზე გადასულიყვნენ. Სიფრთხილე განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ქალაქ ვაშინგტონში კორონავირუსი მღვდელს დაუდგინდა, რომელსაც ავადმყოფობის დროს 500 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
აღდგომა ამერიკაში არსებული ეკლესიებითვის წლის ყველაზე დატვირთული დროა, თუმცა წელს პირველად ტრადიცია დაირღვა და აღდგომის ღამეს ეკლესიებში მხოლოდ რამდენიმე მსახური შეხვდა.
Ნიუ-იორკში მდებარე, Წმინდა პავლეს სახელობის ეკლესია ქვეყანაში სიდიდით მეორე კათოლიკური ეკლესიაა. ქალაქში, სადაც პანდემია მძვინვარებს და ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება, აღდგომას ამ უზარმაზარი ეკლესიის კედლები მარტო შეხვდა. Მამა ერიკ ედნრიუსი, რომელიც ამ ეკლესიაში მსახურებას უკვე წლებია ატარებს, ამბობს, რომ სიტუაცია წელს ძალიან განსხვავებულია.
Ნიუ-იორკში აქამდე ტაძრები არასდროს დაკეტილა. Მათ შორის, არც 1918 წელს, როდესაც ქალაქში გრიპის ეპიდემია მძვინვარებდა. Მაგრამ წელს, უკიდურესად საშიში მდგომარეობის გამო, წმინდა პავლეს სახელობის ტაძრის მრევლმა სააღდგომო წირვას სატელევიზიო ტრანსლირების საშუალებით ადევნა თვალი.
Სრულიად განსხვავებულად შეხვდა აღდგომას ჩრდილოეთ ამერიკის იეზუიტთა ორდენის ხელმძღვანელი ტიმ კესიჩკი. Წელს მან აღდგომა სახლში, დასთან და მშობლებთან ერთად აღნიშნა. ის Ამბობს, რომ ახლა სწორედ ესაა გამოსავალი-სახლში დარჩენა და ღმერთის სახლიდან დიდება.
განსხვავებული გამოსავალი გამონახა ეპოსკოპალური ეკლესიის ეპისკოპოსმა მაიკლ ქარიმ. Მან ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში მსახურება წინასწარ ჩაწერა და ათასობით მრევლმა მას აღდგომის ღამეს უყურა. თავად, სახლში იყო და სხვა მოძღვრის მიერ ჩატარებულ მსახურებას უსმინა. “Საკუთარი მსახურებისთვის არასდროს მიყურებია”, თქვა ეპისკოპოსმა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, ეპისკოპოსის მეხსიერებაში, როდესაც ის აღდგომას ეკლესიაში არ შეხვდა. Მართალია ეს მისთვის უჩვეულო სიტუაცია იყო, თუმცა ამბობს, რომ ახლა სახლში დარჩენა კიდევ უფრო დიდი მიზნის მსახურებაა.
“Შენი მეზობლის სიყვარულია ღმერთის სიყვარულიც. Სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატულება კი ისაა, რომ კვირას სახლში დავრჩეთ და სხვების დაავადება თავიდან ავიცილოთ. ეს არის ღვთის დიდების აქტი.”
კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც აღდგომას დაცარიელებულ კედლებში შეხვდა, ვაშინგტონის წმინდა მარიამის საკათედრო ტაძარია. ის დაახლოებით 50,000 ადამიანს იტევს და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი კათოლიკური სამლოცველოა. აღდგომის ლიტურგიაზე ის ყოველთვის სავსეა, თუმცა წელს პირველად, მრევლი მსახურებაზე არ დაუშვეს.
“Წელს სამლოცველო ცარიელი იყო”, განაცხადა ვალტერ როსიმ, სამლოცველოს რექტორმა. Წირვას მხოლოდ ტაძრის რამდენიმე მსახური ესწრებოდა. “ქვეყანაში, სხვა მრავალი ეკლესიის მსგავსად ჩვენც სოციალურ ქსელებზე, ტელევიზიაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადავედით”, თქვა როსიმ. Მისი თქმით, ის რომ მსახურებების პირდაპირ ეთერში გადაცემაა შესაძლებელი არის “დიდი წყალობა”.
Მართალია, ამერიკის მასშტაბით, თითქმის, ყველა ეკლესია დაიხურა, ან მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გადასცემდა მსახურებას, იყვნენ გამონაკლისებიც. Მაგალითად, კალიფორნიის გუბერნატორს, კვირის დასაწყისში სამი ეკლესიის წარმომადგენელმა სასამართლოში უჩივლა რელიგიური შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებით. ეპისკოპოსები თვლიან, რომ “სახლში დარჩენის ბრძანება”, რომელიც გუბერნატორმა 19 მარტს გამოსცა არღვევს მათ უფლებას შეიკრიბონ და ჩაატარონ რელიგიური მსახურება. კალიფრონიაშიც, ისევე როგორც, დანარჩენ ამერიკაშიც, ტაძრების უმრავლესობამ სააღდგომო მსახურება ონლაინ რეჟიმში ჩაატარა. თუმცა, შედარებით პატარა ეკლესიებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ იგივე გაეკეთებინათ, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.
კალიფორნია ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, რომელსაც ახლა განსაკუთრებულად უჭირს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება. ამიტომ აღდგომის კვირაში გუბერნატორმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა და მრევლს სთხოვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენილიყვნენ.
Ბოლო მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსის 661,712-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილია 33,049 პაციენტი.