ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სამწუხაროს უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს:
„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ".
ამერიკის დიპლომატიური უწყება ასევე დასძენს, რომ "საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.
Your browser doesn’t support HTML5
სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რის გამო მოხვდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სამიზნე.
ასევე ნახეთ: "ასე იფშვნება ორცხობილა" - ვაშინგტონმა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა„14 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფ-ეს-ბე“-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.