უკრაინელმა ოლიგარქმა დუმილი დაარღვია

ისინი, დონეცკის ხედში გამორჩეული, ფოლადით და მარმარილოთი აშენებული, ოფისის ბრწყინვალე მაღალი შენობიდან, სადილის შესვენების დროს დემონსტრაციის ჩასატარებლად გამოვიდნენ.

ეს, საკმაოდ კარგად ჩაცმული პოლიტიკური აქტივისტები, უკრაინის უმდიდრესი ადამიანის, რინატ ახმეტოვის მაღალი დონის თანამშრომლები არიან.

ამას წინათ, მან თავის 300 ათას თანამშრომელს, რეგიონში გაზრდილი პრო-რუსული სეპარატისტული მოძრაობის წინააღმდეგ, ყოველდღე, შუადღის შემდეგ, დემონსტრაციების გამართვისკენ მოუწოდა.

თავდაპირველად, ადგილობრივი აჯანყების შესახებ ახმეტოვი დუმილს ინარჩუნებდა, მაგრამ ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში მან თქვა, რომ შიშში ცხოვრებამ ხალხი დაღალა და სეპარატისტების ქმედებას, დონბასის რეგიონის „გენოციდი" უწოდა.

კრიტიკოსებმა თქვეს, რომ ახმეტოვი ახლა იმიტომ ჩაერია, რომ აჯანყებამ მის ბიზნეს ინტერსებზე ზემოქმედება დაიწყო.

აჯანყებულებმა ამასწინათ საწარმოო რკინიგზის ხაზები ჩაიგდეს ხელში და ნათელი გახდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის გამოყოფის შემთხვევაში, მას ძალიან ცოტა ქვეყანა ცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის სასიცოცხლო ბაზრები ევროპაშიც და სხვაგანაც დაიკეტება.

ახმეტოვის თანამშრომელმა ელენა დიმიტროვამ თქვა, რომ გამოყოფა ეკონომიკური უბედურების ტოლფასი იქნება.

ეს უბედურება იქნება, რადგან საზღვრის გადაღმა, რუსეთის როსტოვის ოლქში, ქვანახშირის მაღაროები სუბსიდირებული იყო და დაიკეტა. ქვანახშირის ყველა მაღარო აქაც სუბსიდირებულია. მაღაროების არსებობის ერთადერთი გზა, კორუფციის არმქონე, თავისუფალი ეკონომიკაა."
იქვე ახლოს, პრო-რუსული სეპარატისტები, რომელთაგან ზოგიერთს ხელკეტები და ჩაქუჩები ჰქონდათ, დემონსტრაციის მხარდასაჭერად, ხმოვანი სიგნალის მიმცემი ავტომანქანების შეჩერებას შეეცადნენ. პოლიცია დაბნეულად გამოიყურებოდა, ალბათ დარწმუნებული არ იყო თუ ვინ უნდა დაეპატიმრებინა. პოლიციის უმოქმედობამ ზოგიერთი დემონსტრანტის გულისწყრომა გამოიწვია.

რა ჯანდაბას აკეთებთ? რატომ ეძლევა უფლება ერთ ადამიანს, ასეთი დიდი პრობლემა შექმნას და გზა გადაკეტოს? მთელს დონეცკში საკუთარი წესების დამყარება ხომ არ სურთ? შეხედეთ, ქამარზე მას დანა აქვს."

ლევი, რომელიც ახმეტოვის ოფისში მუშაობს, ირწმუნებოდა, რომ პროტესტზე გამოსვლა მისთვის არავის უბრძანებია.

არ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი აზრი ან ამგვარია, ან სხვაგვარი. არა, ის სხვადასხვანაირია, მაგრამ რასაც ისინი აქ აკეთებენ, არანორმალურია. ადამიანების უმრავლესობა უკვე ასე ფიქრობს. ქალაქში იარაღით სირბილი და მოძრაობის გაჩერება ან მანქანების დამტვრევა მისაღები არ არის."

მოგვიანებით, რეგიონის დაკავებული ადმინისტრაციული შენობიდან, სეპარატისტებმა ახმეტოვს დონეცკიდან წასვლისკენ მოუწოდეს. მათ ახლა ახმეტოვის საწინააღმდეგო დემონსტრაცია დაგეგმეს.