ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული არჩევნები: ულტრა მემარჯვენე "სვობოდა"


ოლეჰ ტიანიბოკი
ოლეჰ ტიანიბოკი
უკრაინის "სვობოდა პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი ოლეჰ ტიანიბოკი მხარს უჭერს ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული მოქმედებების მოსაგერიებლად. ტიანიბოკი უკრაინის რეგიონებისთვის ფართო ავტონომიის მიცემას ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ყოვლად მიუღებელია იმ ტერორისტებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკების წარმოება, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ქვეყნიდან გამოყოფა სურთ.

„მთავრობამ რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს ანტი ტერორისტული ოპერაცია, რომლის მიზანიც ტეროტისტების განიარაღება და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება იქნება.“

„სვობოდა“ ერთ-ერთი წამყვანი ძალა იყო მეიდანზე მიმდინარე დემონსტრაციების დროს, რომლის საბოლოო შედეგიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დასრულება იყო. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პარტია მზარდი პოპულარობით სარგებლობს და დღეს პარლამენტში მანდატების 10 პროცენტი აქვს.

პარტიას საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს და ეს ძირითადადად, იმის გამო, რომ მისი წევრები ნაციონალისტურ, კონსერვატულ-ქრისტიანულ პრინციპებს უჭერენ მხარს. გარდა ამისა, პარტიის მაღალჩინოსნებს წარსულში ანტი-სემიტური მძაფრი განცხადებები აქვთ გაკეთებული. 2004 წელს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ტიანიბოკმა განაცხადა, რომ უკრანიას „ებრაულ-მოსკოვური“ მაფია მართავდა.

კიევის უნივერსიტეტის მოჰილას აკადემიის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ოლექსი ჰარანი ამბობს, რომ ტიანიბოკმა და მისმა პატრიამ უკანასკნელი წლების მანძილზე შეხედულებები შესამჩნევად შეცვალა:

„მან უკიდურესი მემარჯვენე პოზიციიდან დაიწყო. მან არაერთი ანტი-სემიტური და ქსენოფობიური განცხადება გააკეთა. თუმცა, 2004 წლის შემდეგ მე მას აქტიურად ვაკვირდები და მინდა გითხრათ, რომ ის ქსენოფობიურ განცხადებებს აღარ აკეთებს.“

ტიანიბოკი ამბობს, რომ ეთანხმება დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის ეროვნულ ენად უკრაინულის გამოცხადების თაობაზე. ეს ერთ-ერთი ის პოლიტიკური საკითხია, რომელმაც რუსულენოვან მოსახლეობასა და უკრაინელებს შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავა.

ტიანიბოკი ამბობს: „ჩემი პოზიცია და „სვობოდას“ პოზიცია ასეთია: ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ენა უკრაინულია. ეს განხილვის საკითხი არ არის და მოლაპარაკების თემად არც უნდა განიხილებოდეს. ამ თემასთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ. ყოველდღიურად ხალხს რა ენაზეც სურს იმ ენაზე იმეტყველოს.“

ისევე როგორც ბევრი სხვა უკრაინელი, ტიანიბოკიც ნანობს იმას, რომ კიევმა ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვა რუსეთისგან, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების პატივისცემის გარანტირების პირობის სანაცვლოდ:

„ყველა შეხვედრაზე ხალხი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო. ჩვენ ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარი ვთქვით იმის გამო, რომ შეერთებული შტატები პირობას შეასრულებდა. ახლა ბირთვული ბომბის გამშვები ღილაკი რომ გვქონდეს, რუსეთი ომის დაწყებას ვერ გაბედავდა.“

„სვობოდას“ საპრეზიდენტო კანდიდატი ოლეჰsvoboda party y ტიანიბოკი შესაძლოა რელიგიისა და რასის საკითხებზე ექსტრემალურ პოზიციას ახმოვანებდეს, მაგრამ ეროვნული უშიშროების საკითხებში მისი შეხედულებები უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებებს ემთხვევა.
XS
SM
MD
LG