დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, რესპუბლიკელებმა კი სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს და იმაზე მეტი მანდატი მიიღეს, ვიდრე არჩევნებამდე ჰქონდათ.
ამ წუთამდე რამდენიმე საარჩევნო უბნის ხმების დათვლა ჯერ ისევ მიმდინარეობს. დემოკრატებმა კონგრესში დამატებით, სულ ცოტა, 26 ადგილი მოიპოვეს. საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, 435 წევრიანი კონგრესში მათ შესაძლოა 230 ადგილი მოიპოვონ.
გამარჯვებულებს შორის ზოგიერთი ისეთი ადამიანია, რომლებიც კონგრესის ისტორიაში პირველები არიან, მაგალითად, პირველი მუსლიმი ქალი კონგრესმენი, პირველი ამერიკელი ინდიელი ქალი კონგრესმენი, პირველი ღიად გეი მამაკაცი კონგრესმენი. ისინი წარმომადგენელთა პალატის წევრი ფიცს იანვარში დადებენ, როცა ახალი კონგრესი მუშაობას შეუდება.
ვაშინგტონში არჩევნების ღამეს ამომრჩევლთან შეხვედრისას, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ “ამერიკაში ახალი დღე დაიწყება.” პელოსი პირველი ქალია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი იყო 2007-2011 წლებში. მისი თქმით, დემოკრატების ეს გამარჯვება იყო არა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დაპირისპირების შედეგი, არამედ “ტრამპის ადმინისტრაციაზე კონსტიტუციური შემოწმებისა და ბალანსის აღდგენა.”