ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეფერენდუმი ტრამპზე - ამერიკაში არჩევნები დაიწყო


რიგი ხმის მიცემის დროს ქ. არლინგტონის ერთ-ერთ სკოლაში
რიგი ხმის მიცემის დროს ქ. არლინგტონის ერთ-ერთ სკოლაში

შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც მკვეთრი პარტიული დაპირისპირებით გამოირჩევა. პოლიტიკური მიმომხილველები დღევანდელ არჩევნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე რეფერენდუმსაც უწოდებენ. შემდეგი ორი წლის მანძილზე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დღეს მიღებული შედეგები ან ტრამპის მართვის ხაზს გაამყარებს, ან ვაშინგტონში ძალების ახალ ბალანსს შემოგვთავაზებს. ჯერჯერობით, როგორც თეთრ სახლს, ასევე კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს.

დღეს კონგრესში წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 კონგრესმენს ორი წლის ვადით ირჩევენ. გამოკითხვებზე დაფუძნებით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წარმომადგენელთა პალატაში კონტროლს ოპოზიციაში მყოფი დემოკრატები მოიგებენ.

ასევე, ამერიკელები 6 წლის ვადით აირჩევენ 100 სენატორიდან 35-ს. სენატის არჩევნების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ საკანონმდებლო ორგანოს მესამედი ყოველ 2 წელიწადში განახლებადი იყოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, სენატზე კონტროლს ალბათ ისევ რესპუბლიკური პარტია შეინარჩუნებს.

ამას გარდა, ამერიკაში ადგილობრივი ორგანოების არჩევნებიც მიმდინარეობს. ახალ გუბერნატორს აირჩევენ 50-დან 36 შტატში. დღემდე 33 შტატს რესპუბლიკელი გუბერნატორი ყავდა, 16 შტატში დემოკრატი გუბერნატორია და ერთში - დამოუკიდებელი კანდიდატი. სხვადასხვა შტატში, საჭიროების მიხედვით, ბიულეტენზე განსხვავებული სარეფერენდუმო კითხვებიცაა, ჯანდაცვის შეღავათებიდან დაწყებული, მარიხუანის ლეგალიზაციით დამთავრებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG