სამხრეთ კაროლინის შტატში სამშაბათს გამართული დებატები ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იყო. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატები, რომლებიც ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძვიან, გამუდმებით ესხმოდნენ თავს ბერნი სანდერს, ვერმონტელ სენატორს, რომელიც ბოლო გამოკითხვებში ლიდერობს. კანდიდატების თქმით, ის არ არის ადამიანი, რომელიც ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს.
"ბერნი დონალდ ტრამპთან დამარცხდება და თეთრი სახლი და სენატი რესპუბლიკელების იქნება", - თქვა ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა კანდიდატების რიგით მე-10 დებატებზე ჩარლსტონში. შაბათს სამხრეთის შტატ სამხრეთ კაროლინაში მნიშვნელოვანი პრაიმერი გაიმართება.
სანდერსი კრიტიკოსებს დაუპირისპირდა და თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კვლევებში 50 განსხვავებული ჰიპოთეტური დაშვებებისას, ის 47 შემთხვევაში იმარჯვებდა.