1981 წლიდან დღემდე მსოფლიო მონაცემების მიხედვით, შიდსის ვირუსით უკვე 25 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი
ვაშინგტონი —
დღეს, 1 დეკემბერს, მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. ამ დღეს საფუძველი პირველად 1988 წელს ჩაეყარა.
აივ-ინფიცირების და შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციების განცხადებით, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს დღე ხელისუფლების წარმომადგენლებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმას, რომ შიდსის პრობლემა მსოფლიოში ისევ არსებობს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით შიდსის ვირუსის მატარებელი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 35 მილიონს შეადგენს. აივ-ინფექცია არის ვირუსი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შიდსის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
1981 წლიდან დღემდე მსოფლიო მონაცემების მიხედვით, შიდსის ვირუსით უკვე 25 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. კაცობრიობის ისტორიაში შიდსის ვირუსი, შედეგების თვალსაზრისით, ყველაზე ვერაგ პანდემიად ითვლება.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ხალხს საშუალებას აძლევს, რომ მსოფლიო მასშტაბით ამ დაავადების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლონ. ასევე მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც ვირუსით არის დაავადებული და გაიხსენონ ის ადამიანები, რომლებიც შიდსის ვირუსის გამო გარდაიცვალნენ.
შიდსთან ბრძოლის აქტივისტები ამბობენ, რომ შიდსთან ბრძოლის მიზნით „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ საჭირო თანხების მოზიდვა, რათა შეიქმნას წამალი, დაავადების შესახებ გაჩნდეს უფრო მეტი ინფორმაცია, რათა დაავადებული ადამიანების მიმართ მცდარი შეხედულებები არ არსებობდეს და ასევე გაუმჯობესდეს ამ საკითხთან დაკავშირებული ცოდნა და განათლება. მიზანია, რომ ამ დაავადების გავრცელება არ მოხდეს.