ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდსთან ბრძოლის კონფერენცია დასრულდა


ვაშინგტონში 20 ათასი დელეგატი ერთი კვირის მანძილზე მუშაობდა

ვაშინგტონში შიდსის საკითხზე მიძღვნილი მე-19 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. ოცი ათასი დელეგატი ერთი კვირის განმავლობაში შიდსის პრობლემას იხილავდა. კონფერენციაში მაღალი დონის პოლიტიკოსები და შიდსის საკითხზე მომუშავე მეცნიერები მონაწილეობდნენ.

დღის წესრიგის მთავარი თემა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსება იყო. კონფერენციის მონაწილეებს დასკვნით დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მიმართა. მისი თქმით, ჯერჯერობით კვლავ პრობლემურია ინფიცირებული ორსული ქალების და დედების მკურნალობის დაფინანსების საკითხი. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ აღნიშნულ სფეროს 2015 წლისთვის 80 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
XS
SM
MD
LG