ნიუ იორკში დასრულდა მიმდინარე „კლინტონის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის“ შეხვედრა . შეხვედრის დასრულებისთვის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მრავალ მილიარდიანი დახმარების პირობა მიიღო მსოფლიოს იმ პოლიტიკური, ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისგან, რომლებსაც ღარიბი ერების ცხოვრების დონის გაუმჯობესება სურთ. მაგრამ კლინტონმა მოიზიდა არა მარტო თანხები, არამედ საზოგადოების ყურადღებაც.
პლენარული სხდომის ბოლოს ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში შესულია 1950 დახმარების პირობა, რომელიც დაახლოებით 63 მილიარდი დოლარის ტოლფასია. ეს თანხა კი 300 მილიონ ადამინს დაეხმარება 170-მდე ქვეყანაში.
კომპანია მაიკროსოფტის დამაარსებელმა და მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ გეიტსმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არსებობდა იმის შიში, რომ მდიდარი ქვეყნები არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დახმარებას არ გასწევდნენ.
- ფულს რომელსაც უცხო ქვეყნები გაიღებენ,ათასწლეულის ისეთ გამოწვევებზე დაიხარჯება როგორებიცაა შიდსი, მედიცინა, ვაქცინები, სურსათი, ამას კი დიდი ცვლილების შეტანა შეუძლია.
მრავალ სხვა საკითხთან ერთად, „ კლინტონის გლობალური ინიციატივა“ მუშაობს ქალთა უფლებების დაცვის , ადამინთა ტრეფეკინგის, კომპიუტერული ტექნოლოგიებით ცოდნის გაზიარების, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის და ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე.
ინფორმაციის სიმწირესთან დაკავშირებული პრობლემატიკა, ნიუ ირკში „გლობალური ინიციატივის“ ფარგლებში გამართულ რამდენიმე ფორუმზე გაჟღერდა. ქალთა უფლებების საკითხებზე საუბრისას, ორგანიზაცია „ კამფედ ინთერნეიშენალის“ დირექტორმა ენ კოტონმა განაცხადა, რომ კომპიუტერებით მომარაგება მრავალ სოციალურ საკითხს მოხსნის.
- ხალხისთვის ტექნოლოგიების მიწოდება, შეცვლის მრავალი ქალბატონისა და გოგონას ცხოვრებას, ეს ერთგვარად შეცვლის მათ სტატუსს.“
საპატიო სტუმრის რანგში პლენარული შეხვედრის უკანასკნელი სიტყვა შშ-ის პრეზიდენტის მეუღლემ, მიშელ ობამამ წარმოსთქვა. მან დამსწრეთა ყურადღება სამხედრო ვეტერანებზე გაამახვილა. „კლინტონის გლობალურ ინიციატივის„ წევრებს, ვეტერანების არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებისკენ მოუწოდა. მიშელ ობამას განცხადებით, ვეტერანი სამხედროები მრავალი სოცოალური პრობლემების წინაშე არიან. მათ შორის უმუშევრობა ერთ-ერთი უმთავრესია.
- მათ შესწევთ უნარი რეგულარულად იმუშავონ ჰუმანიტარულ მისიებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მისიის ფარგლებში მიაწოდონ სურსათი, მედიკამენტები, იმუშაონ მშენებლობებზე.
შეხვედრა ბილ კლინტონმა პოზიტიური და ნეგატიური შედეგების მიმოხილვით დაასრულა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მომავალი თაობების წინაშე თანამედროვეობა ვალდებულია შეიტანოს პოზიტიური ცვილებები.