საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრების უკანონო გავლებისა და გადმოწევის პროცესი განაგრძეს. რის დემონსტრირებას ცდილობს რუსეთი და რეალურად რას აღწევს ამით? რა უნდა გააკეთონ საქართველოს ხელისუფლებამ და დასავლეთმა იმისთვის, რომ ქართული მიწა კრემლისთვის „უფასო ლუკმა“ არ აღმოჩნდეს. ამ და სხვა თემებზე დეიმონ უილსონს, "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტს, ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე ესაუბრა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აგვისტოში ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს. ახალ ბარიერებს მიღმა კვლავ მოექცა სახლები და მიწის ნაკვეთები, გაიტაცეს საქართველოს მოქალაქეები. რის დემონსტრირებას ცდილობს ამით რუსეთი?
ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ვხედავთ ამ მცოცავი „ბორდერიზაციის“ პროცესს, გამყოფი ხაზის გამყარებას. ვფიქრობ, ეს ნამდვილი სირცხვილია.
ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ რუსეთი აქა-იქ გვცდის და ამოწმებს, როგორი რეაქციები მოჰყვება ამ ქმედებებს. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მედია, საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხზე ფოკუსირებული დარჩეს, დაგმოს ეს და დაამშვიდოს ხალხი იმით, რომ მას ხედავენ, რომ ყურადღება ნამდვილადაა მიპყრობილი, რომ ამგვარი რამ ჩუმად არ მოხდება და უპასუხოდ ვერ დარჩება.
რა შედეგს იღებს კრემლი რეალურად ამით? ცდილობს საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოჩენას? შიშის დათესვას? რა არის რეალური მიზანი და მიღწევა მისთვის?
მათი სტრატეგიის მიზანია, რომ საქართველოში ბალანსი დაირღვეს, გაჩნდეს შეკითხვები, დათესონ უთანხმოება ქვეყნის შიგნით და შეძლონ წამყვან ევროპულ დედაქალაქებსა და ამერიკაში ეჭვებისა და ორაზროვნების წამოჭრა საქართველოს თაობაზე.
ვფიქრობ, კრემლის წარმომადგენლებს ესმით, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის წარმატება საშინაო საკითხებში, პირდაპირ უკავშირდება ტრანსატლანტიკურ ალიანსებში გაერთიანების მისწრაფებებს და სურვილს, რომ ევროპისა და ნატოს უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ნაწილი იყოს. მათი სტრატეგიის მიზანია, რომ საქართველოში ბალანსი დაირღვეს, გაჩნდეს შეკითხვები, დათესონ უთანხმოება ქვეყნის შიგნით და შეძლონ წამყვან ევროპულ დედაქალაქებსა და ამერიკაში ეჭვებისა და ორაზროვნების წამოჭრა საქართველოს თაობაზე.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ აქვს საკუთარი, ნამდვილი პრობლემები, რომელთაც უნდა გაუმკლავდეს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს მოტივი, მიზანი, აჩვენოს, რომ საქართველო ვერ წყვეტს საკუთარ ბედს, რომ ეს კვლავ სახიფათო საკითხია, რომ საზოგადოებაში რეალური დაპირისპირებებია.
ანუ საქართველოსთვის ასეთი იმიჯის შექმნას ცდილობენ?
სუსტი, დაყოფილი საქართველოს წარმოდგენა ეხმარება მათ იმაში, რომ საქართველოს საკითხი დასავლეთის თვალში დაკნინდეს. ამის სურვილი კი [საერთაშორისო არენაზე] მხოლოდ ერთ აქტორს აქვს და ეს კრემლია.
ოპოზიციას და საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკმარისად მკაცრი და ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდა. ხედავთ ამ პრობლემას? ფიქრობთ, რომ მეტი საერთაშორისო ყურადღების მისაღწევად უფრო აქტიური ქმედებები იყო საჭირო?
ჩვენ, ვაშინგტონში, მოვისმინეთ საქართველოს ელჩის განცხადებები მცოცავი ოკუპაციისა და ბორდერიზაციის შესახებ, რომელიც კვლავ მიმდინარებს. ჩვენ ჩართულობა უნდა შევინარჩუნოთ. ეს, უნდა გვქონდეს ინფორმაცია და ყურადღების ცენტრში დავტოვოთ ეს საკითხი. გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ საქართველოს ოკუპირებული ნაწილის მოსახლეობას ქვეყნის შიგნით არსებული შესაძლებლობები დავანახოთ.
საქართველომ უნდა შეძლოს და აჩვენოს, რომ მისი დემოკრატია იზრდება, მას შეუძლია ნატოელ მოკავშირეებთან და ევროკავშირის ქვეყნებთან კარგად თანამშრომლობა, იზრდება სტანდარტებთან მისი შესაბამისობა და ასე შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ის ევროპული სახელმწიფოა და წარმატებას აღწევს. მისი მოსახლეობა კი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაც, დაინახავს ამ წარმატებას და სწორედ ეს იქნება ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ფუნდამენტური ცვლილებები მოიტანოს.
მართებული იქნებოდა, 2008 წელს ისეთივე კონკრეტული სანქციები ყოფილიყო მიღებული [რუსეთის წინააღმდეგ], როგორიც ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რუსეთი არ იხდის ფასს იმისთვის, რაც საქართველოში ჩაიდინა.
დიახ, ყოველთვის არის რაღაც მეტი, რის გაკეთებაც შეიძლება „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით, მაგრამ, ვფიქრობ, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ალტერნატივების შექმნა და ჩვენება, რას ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება და როგორია თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს კეთილდღეობა. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველ ლიდერებს, უპირველეს ყოვლისა, ეს ამოცანა უნდა ჰქონდეთ.
კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ „მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოზიცია აქვს. ხედავთ ამ პრობლემის არსებობას? როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ქართულ მხარეს მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ განახლებულ „ბორდერიზაციას“ მეტი საერთაშორისო ყურადღება დათმობოდა?
ამაზე სამართლიანად შეიძლება იყოს მსჯელობა. რუსეთი ქვეყნის გიგანტური ჩრდილოელი მეზობელია, ევროპა ამჟამად უფრო დაყოფილია. რა ნაწილში უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთს? რა ნაწილში მივდიოთ ჩვენს ინტერესებს? მაგრამ, სასწორზე ის დევს, რომ საქართველოს უსაფრთხოება, მისი ინსტიტუტები, არჩევნები, ინფორმაციის თავისუფალი სივრცეები და სხვა, დაცული იყოს. რუსეთის მზარდი აგრესიული სტრატეგია მხოლოდ საქართველოს არ მიემართება, ის უფრო ფართოდ, ღია, დემოკრატიულ საზოგადოებებს იღებს მიზანში. იქნება ეს საინფორმაციო კამპანიები თუ ჯაშუშობა და სხვა ფარული ქმედებები. ფხიზლად უნდა ვიყოთ საქართველოს ინტერესების დასაცავად, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, თანამედროვე ევროპული სახელმწიფო იქნებოდა ამაზე ფოკუსირებული.
ჩვენ ვიხილეთ ვითარების ესკალაციის რისკი სოფელ ჩორჩანასთან. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისს საგუშაგო პოსტის მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე ულტიმატუმიც კი წაუყენეს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს ხელისუფლების თუ დასავლეთის მხრიდან მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად?
ჩვენ ვიცით, რომ 2008 წლის რუსეთის შეჭრისა და ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმება მაინც არასასურველ შედეგებს გულისხმობდა საქართველოსთვის. ჩვენ ვცდილობდით სხვადასხვა ფორმატის შექმნას, იქნებოდა ეს ინციდენტების პრევენციის ჯგუფი თუ სხვა ფორმატები, რომლებიც ერთი მხრივ, საქართველოს მხრიდან ტერიტორიების დაკარგვის არაღიარებას გულისხმობდა, მეორე მხრივ კი იმის გარანტიებს შექმნიდა, რომ მცირე ინციდენტები არ გამწვავდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ იქ ძალიან რთული ვითარებაა.
2007 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი მიუღებელი იყო და ერთი წლის შემდეგ საქართველოში შეჭრით ღიად დაიწყო ამ წესრიგის თავდაყირა დაყენება. ამის შემდეგ კი გამუდმებით არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. თუმცა, კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის მის მიმართ ზომები არ გატარებულა. როგორ ფიქრობთ, კრემლს მიაჩნია, რომ ქართული მიწების მიტაცება ყველანაირი საფასურის გადახდის, დასჯის გარეშე შეუძლია? არის იმის სივრცე, რომ საქართველომ ამ საკითხის სხვაგვარად დაყენება ითხოვოს საერთაშორისო საზოგადოებისგან?
ჩვენ ვნახეთ პროტესტის პასუხად შემოთავაზებული რეფორმების პაკეტიც. ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა მთავრობა შემდეგ არჩევნებზე ნაბიჯის წინ გადადგმას და არა - უკან. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული განვითარების კუთხით არ იყო წინსვლა.
მართებული იქნებოდა, 2008 წელს ისეთივე კონკრეტული სანქციები ყოფილიყო მიღებული [რუსეთის წინააღმდეგ], როგორიც ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რუსეთი არ იხდის ფასს იმისთვის, რაც საქართველოში ჩაიდინა.
2007 წელს პუტინი ჩამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე და ძალიან ღიად გამაოცხადა ამერიკის შეერთებული შტატები იმ ძალად, რომელიც მსოფლიო წესრიგს არღვევდა და მან ძალიან ნათლად თქვა, რომ ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეა დასრულებული იყო. მაშინ ბევრმა არ ისურვა პუტინის ამ გზავნილების მოსმენა. 2008 წელს კი პირიქით, რუსეთმა ნახა განსხვავებული მოსაზრებები უკრაინისა და საქართველოს თაობაზე ნატოს სამიტისას და გამოიყენა ეს შესაძლებლობა საქართველოში.
იყო დებატები იმაზე, რა იყო რუსეთის სტრატეგიის ნაწილი და რა - ვთქვათ, ქართული პროვოკაცია. მაგრამ დღეს ჩვენ გვესმის, რომ ვლადიმირ პუტინი მახეს აგებდა და საქართველო სხვადასხვა კუთხით გაება ამ მახეში. ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან 2008 წელს, ნათელ პასუხს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი ექნებოდა იმაზე, რაც უკრაინაში ვიხილეთ.
ბევრი ის გამოწვევა, რაც დღეს რუსეთს აქვს, არ არის მხოლოდ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებული. ეს იმის შედეგია, რომ საბოლოოდ ყველა გამოფხიზლდა და ყველამ გაიაზრა, რა ხდებოდა. ეს კი ნაწილობრივ იმასთანაა დაკავშირებული, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა.
თქვენ ერთ-ერთ კომენტარში „ამერიკის ხმასთან“ თქვით, რომ საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა უნდ ამოახერხონ და შექმნან „პოლიტიკური წარმოსახვა“ იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა შეიძლება იყოს და დასავლელ ლიდერებს, კონფლიქტების მიუხედავად ეს წარმოდგენა უნდა შეექმნათ, რამდენად რეალისტურია თქვენთვის ამ იდეის განხორციელება?
საქართველო ნატოს უდიდესი მოკავშირეა, იქნება ეს ალიანსის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, მისი პრიორიტეტების მხარდაჭერა ავღანეთში თუ სხვა. ეს შესანიშნავია. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების უდიდესი წინსვლა ნატოსთან შესაბამისობისკენ და ასევე ვნახეთ განვითარება, წინსვლა ევროკავშირის მხრიდანაც: უვიზო მიმოსვლის დამტკიცება იყო პროგრესი იმის საჩვენებლად, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა. ვფიქრობ, ეს პროცესი ძლიერდება იმით, რომ არაერთი ქართველი მოგზაურობს ევროპაში და - პირიქით. ისინი იგებენ, რომ ესაა კრეატიული ევროპული ქვეყანა და ვფიქრობ, ამას აქვს გავლენა: პირველ ყოვლისა კი ხალხის წარმოდგენა, რომ საქართველოში დემოკრატია ძლიერია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები ვითარდება, რომ ქვეყანა ურყევად აღასრულებს ნატოს პრიორიტეტებს.
ამასთან, ჩვენ უნდა ვიკისროთ ეს ტვირთი: როგორ გავუმკლავდეთ ამ საკითხს რუსეთის გათვალისწინებით? როგორ ვიფიქროთ საქართველოს ადგილზე კრემლის რევიზიონისტული პოლიტიკის კონტექსტში?
თუმცა არსებობს ე.წ. „რუხი ზონების“ ცნება, რომლის გამოყენებასაც ბევრი ანალიტიკოსი ეწინააღმდეგება, მაგრამ არსებობს კონფლიქტები, რომლებსაც ე.წ. „გაყინულ კონფლიქტებს“ არქმევენ და ამბობენ, რომ მათი მეშვეობით საქართველო, უკრაინა თუ მოლდოვა, რუსეთის ტყვეობაში, მის მძევლად რჩებიან.
რუსეთის „დიდი შვიდეულის“ მაგიდასთან დაბრუნება ცუდი იდეაა. ეს კრემლს მხოლოდ იმას ასწავლის, რომ უნდა მოიცადოს ხოლმე, სანამ ჩვენ ეს არაკომფორტული ურთიერთობა არ შეგვაწუხებს. რუსეთთან ამ რთულ ურთიერთობაში ჩვენ თავი კომფორტულად უნდა ვიგრძნოთ.
ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ან მოლდოვა, მთავარია, დემოკრატიული, ევროპული და თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაგების, შეგრძნების შექმნა. და ჩვენ ვხედავთ უდიდეს პროგრესს ამ კუთხით. რაც ჩვენ, ვაშინგტონს, ბერლინს, ბრიუსელსა და სხვა უმთავრეს დედაქალაქებს დასავლეთში აკისრებს პასუხისმგებლობას: როგორ უნდა მივიღოთ ეს მზარდად ევროპული დემოკრატიული საზოგადოებები ოჯახში? როგორი სტრატეგია გვქონდეს რუსეთთან გასამკლავებლად, რომელიც ამ ყველაფრის დაბლოკვას ცდილობს? საქართველოს შიდა წარმატება ამ სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას გაამწვავებს.
ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში უკიდურეს პოლარიზაციას, ვნახეთ ე.წ. გავრილოვის ღამე და შემდეგ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხები აჩენს კითხვებს დასავლეთის თვალში იმის თაობაზე, რამდენად შეუქცევადად ვითარდება დემოკრატია საქართველოში. შეიძლება მისი იმიჯი მართლაც დაზიანდეს?
საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე იყო ნაბიჯები წინ და ნაბიჯები უკანაც. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში ტენდენცია აღმავალი იყოს. ჩვენ საქართველოში გავრილოვის ინციდენტით გამოწვეული რეალური პროტესტი ვიხილეთ. ეს იყო ქართული სიამაყის, იდენტობის, სამოქალაქო შეგნებისა და ქვეყანაში რუსული გავლენის არსებობასთან დაკავშირებული უკმაყოფილების დემონსტრირება. ამაზე პასუხი, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქციის მონაწილეების აზრით, ზედმეტი და გადაჭარბებული იყო, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ვნახეთ პროტესტის პასუხად შემოთავაზებული რეფორმების პაკეტიც. ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა მთავრობა შემდეგ არჩევნებზე ნაბიჯის წინ გადადგმას და არა - უკან.
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული განვითარების კუთხით არ იყო წინსვლა. ახლა კი რეფორმების ამ პაკეტს აქვს პოტენციალი. თუმცა, ამავე დროს, გვაქვს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ვფიქრობ ეს წამოჭრის კითხვებს ბევრი იმ ადამიანისთვის, ვისაც აწუხებს ის, თუ საით მიდის საქართველო. საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება, გააუმჯობესებს თუ არა ეს ცვლილებები მმართველობასა და დემოკრატიულ პროცესს. ეს კითხვა ღიად დარჩება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე.
ვინ დაიწყო ომი? – 2008 წლიდან 11 წლის შემდეგ, „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში და უკრაინაში განხორციელებული მსგავსი აგრესიის შემდეგაც, როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს კვლავ განსახილველი და საკამათო საკითხი საქართველოში? რამდენად სახიფათოა მმართველი ძალის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები?
უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს დაინტერესება იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი დაპირისპირება შეიქმნას. პოლიტიკა საუკეთესო გარემოებებშიც მწვავეა და ჩემი ქვეყნისთვის უცხო არაა პარტიული განსხვავებები. მაგრამ საქართველოში ეს დამატებით გამოწვევებს უკავშირდება, რადგან ქვეყნის გარეთ, რუსეთში არსებობს ინტერესი იმისა, რომ ეს დაპირისპირებები გაღრმავდეს, შეიქმნას წარმოდგენა, რომ ყველაფერი მხოლოდ გამარჯვებულს დარჩება, რომ ორი გზაა - მიიღო ყველაფერი ან არაფერი, რომ კომპრომისი ცუდია და ა.შ.
ბევრი ანალიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ახასიათებდა, როგორც ცივი ომის შემდეგ ყველაზე ცუდს. სად ვართ ახლა ამ კუთხით?
კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ. ვფიქრობ, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ გრძელდება განცდის შექმნა, თითქოს რუსეთს გარედან ემუქრებიან, იქმნება გარე მტრის ხატი, რომ ამან კრემლის მმართველობა გაამართლოს. „ატლანტიკური საბჭო“ სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა არასასურველ უცხოურ ორგანიზაციად მოსკოვში, ამერიკის ელჩს ადანაშაულებდნენ პროტესტის ორგანიზებაში, გრძელდება ამერიკის დემონიზება და ა.შ. ვფიქრობ პროცესი უარსდება, მაგრამ ეს შიდა დინამიკითაა განპირობებული, რათა ხალხს რაციონალურობა შესთავაზონ, უთხრან რატომ უნდა იყოს კრემლის ცენტრში ძლიერი მმართველობა. რომ ეს საჭიროა რუსეთის გარე საფრთხეებისგან, ამერიკისგან, მეზობლებისგან, ევროპისგან, ნატოსგან დასაცავად.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კრემლის აგრესიული ქმედებები მეზობლების მიმართ არ შეცვლილა, რომ ის ერევა დასავლური დემოკრატიების შიდა საქმეებსა და არჩევნებში, რომ აგრძელებს ტეროტორიების ოკუპაციასა და ანექსიას, ჩვენ ვიხილეთ მისთვის ხმის უფლების დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის სურვილი, დააბრუნოს ის დიდი შვიდეულის მაგიდასთან. რა ტიპის გზავნილია ეს საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის?
კრემლმა დასავლეთთან წარსული გამოცდილებით ისწავლა, რომ როდესაც საქმე ცუდად მიდის და მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიები რეაგირებენ, ხშირად მას უბრალოდ სჭირდება გაჩერდეს, მოითმინოს და დაელოდოს სხვებს, რომ ისინი მას მოუბრუნდებიან. ჩვენ კომფორტულად უნდა ვიგრძნოთ თავი, როცა რუსეთთან არაკმფორტული ურთიერთობა გვაქვს. ეს არ ნიშნავს რომ დიალოგისთვის კომუნიკაციის არხები არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს ნიშნავს, არ დააჯილდოვო ის ცუდი ქცევისთვის, არ მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგ უკან არ დააბრუნო ისინი იმ შემთხვევაში, როცა მისი (რუსეთის) ქცევა არ შეცვლილა. მისი „დიდი შვიდეულის“ ფორმატში დაბრუნება ცუდი იდეაა. ეს კრემლს მხოლოდ იმას ასწავლის, რომ უნდა მოიცადოს ხოლმე, სანამ ჩვენ ეს არაკომფორტული ურთიერთობა არ შეგვაწუხებს. რუსეთთან ამ რთულ ურთიერთობაში ჩვენ თავი კომფორტულად უნდა ვიგრძნოთ.