ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არიან ციფრული სფეროს შერლოკები?


გრემ ბრუკი, "ატლანტიკური საბჭოს" ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის დირექტორი და მთავარი რედაქტორი
გრემ ბრუკი, "ატლანტიკური საბჭოს" ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის დირექტორი და მთავარი რედაქტორი

დეზინფორმაციას ავტორიტარული რეჟიმები მოქალაქეების დასაპირისპირებლად, უნდობლობის დასათესად და ბევრი სხვა მიზნით იყენებენ როგორც საკუთარ, ისე სხვა ქვეყნებში. ბოლო წლებში რუსეთში თუ სხვაგან დეზინფორმაციული მანქანა სახელმწიფო დონეზე მოქმედებს. კრემლი არ ერიდება მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას და ისეთ დასავლურ დემოკრატიაზეც ცდილობს გავლენის მოხდენას, როგორიც შეერთებული შტატებია. თუმცა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მისი მთავარი მიზანი ხშირად არსებული სოციალური უთანხმოებისა და დამაპირისპირებელი საკითხების გამწვავება და მათი კონფლიქტებად გარდაქმნაა. როგორ იყენებდა 11 წლის წინ და როგორ იყენებს ამგვარ ტაქტიკას რუსეთი დღეს. ეს და სხვა კითხვებიატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიისდირექტორსა და მთავარ რედაქტორს, გრემ ბრუკის ეკა მაღალდაძემ დაუსვა.

გვითხარით როგორ და რა მიზნით შეიქმნაციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიადა ვინ არიანციფრული სფეროს შერლოკები“?

ეს „ატლანტიკური“ საბჭოს ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც დეზინფორმაციასთან გამკლავებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია ამოვიცნოთ, გამოვავლინოთ და ავხსნათ დეზინფორმაცია. ამ უკანასკნელ ნაწილზე კი განსაკუთრებულად ვკონცენტრირდებით. თუკი იდენტიფიცირება და გამოვლენა ფაქტების შემოწმებას ნიშნავს, ანუ დადგენას, ესა თუ ის ამბავი ფაქტია, სიმართლეა, თუ გამონაგონი, ჩვენი ფოკუსი მაინც რჩება თითოეული შემთხვევის ახსნაზე: რა არის ამ ამბის დასაწყისი, შუა ნაწილი ან დასასრული, ვინ არიან ჩართულნი, რა ტაქტიკაა გამოყენებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა მას რეალურად საზოგადოებაზე გავლენა; მიაღწია თუ არა მან რეალურ ადამიანებამდე და შეცვალა თუ არა მათი ქცევა ან შეხედულება ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე.

ყველაფერი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ ფაქტები დემოკრატიის ქვაკუთხედია. ხალხს სჭირდება ფაქტები, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღოს არჩევნების თუ სხვა ადგილობრივი საკითხების შესახებ.

დეზინფორმაციის ახსნაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებთ. საუბრობთ ხოლმე მის დროულობაზეც. როგორ ფიქრობთ, დროული ახსნა გვეხმარება ამ გამოწვევაზე უკეთესი პასუხის გაცემაში? როგორია იმის რისკები, რომ ზოგჯერ ყალბი ცნობების გამოაშკარავებით მათი მეტად გავრცელება და პოპულარიზება მოხდეს?

საქართველოს მსგავსი ქვეყნები ის ადგილებია, სადაც რუსეთის ხელისუფლებამ არსებითად განავითარა და დახვეწა საინფორმაციო ოპერაციების ძალიან ბევრი ტაქტიკა. ახლა იგივე [სცენარის] გათამაშებას ვხედავთ არაერთ სხვა რეგიონშიც. 2008 წელი ძალიან ინფორმაციულია ჩვენთვის

ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც დეზინფორმაცია ვლინდება. ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე გარკვეული ხნის შემდეგ [რეაგირება]. ჩვენ გამუდმებით ვხედავთ, რომ ყალბი ამბავი მეტ ადამიანამდე აღწევს, ვიდრე ჩვენ მიერ მისი გამოვლენა....

აუცილებელია, რომ ჩვენ იმათზე წინ ვიყოთ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს. თუმცა ახლა დასავლური, თავისუფალი და გახსნილი საზოგადოებები მაინც ჩამორჩებიან დეზინფორმაციის გამავრცელებლებს. ისინი ჩვენზე ორი ნაბიჯით წინ არიან და ჩვენ კი, დიდი ხანია ვცდილობთ, დავეწიოთ.

ჩვენ გვჭირდება ფაქტების, ასე ვთქვათ, პოპულარიზება. თუკი ამა თუ იმ დეზინფორმაციას ეპასუხები, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, მის რაღაც ნაწილს აღიარებ, იღებ, ამიტომ აუცილებელია, რომ დეზინფორმაციას ყოვლისმომცველად მივუდგეთ და ამ ყველაფერზე მაღლა აღმოვჩნდეთ.

რაც შეეხება რისკებს, ეს დიდი გამოწვევაა: როდესაც პირდაპირ ააშკარავებ დეზინფორმაციას, ამით მას ჟანგბადს აძლევ, მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ სერიოზულად უნდა მივიღოთ ეს პასუხისმგებლობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მის გავრცელებას უნებლიედ ხელს არ ვუწყობთ.

როგორ არის გამოყენებული ამგვარი ძალისხმევა არა მხოლოდ სასურველი დღის წესრიგის გასატარებლად, არამედ კონფლიქტების წასაქეზებლად, როდესაც საუბარია არა ყალბი ამბების შექმნა-გავრცელებაზე, არამედ არსებული სოციალურ-პოლიტიკური უთანხმოებისა და დამაპირისპირებელი საკითხების გამწვავებაზე?

ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის მაგალითზეც ვისაუბროთ. რაც ჩვენ ვნახეთ და ვისწავლეთ, არის ის, რომ სხვა ქვეყნის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნე რიგითი მოქალაქეები არიან. მათ სურთ პოლარიზაციის გაძლიერებაში კატალიზატორის როლი შეასრულონ. როგორც 2016 წელს ე.წ. სანკტ-პეტერბურგის ტროლების ქარხანაზე დაკვირვებამ გვაჩვენა, ისინი თავად ქმნიდნენ ახალ შინაარსს, ახალ კონტენტს და შემდეგ შეერთებულ შტატებში კატასტროფული წარმატებით ავრცელებდნენ. ასევე ვნახეთ, რომ ისინი დროთა განმავლობაში ახალ ტაქტიკებს ითვისებენ. მაგალითად, 2018 წლის ამერიკის შუალედურ არჩევნებში ისინი უკიდურესად აქტიურები იყვნენ, მაგრამ ახალ მასალას არ ქმნიდნენ. ისინი ირჩევდნენ უკიდურესად პოლარიზებულ და დამაპირისპირებელ საკითხებს თავად ამერიკის შიგნით მოქმედი პირებისგან, შიდა აქტორებისგან და აძლიერებდნენ მას.

ამგვარი საინფორმაციო ოპერაციების მიზანია ჩვენ ერთმანეთს კი არ დაგვაახლოვოს, არამედ კიდევ უფრო მეტად დაგვაშოროს და ჩვენ, დემოკრატიულ [სისტემებში] მცხოვრებნი დაგვასუსტოს. ჩვენ ვართ სამიზნე.

ჩვენ სწორედ ამის გათამაშებას ვხედავთ ახლაც საქართველოში. არის მზარდი პოლარიზაცია და ძალიან სერიოზული საკითხები სასწორზე, ადამიანთა სიცოცხლე მათ შორის და ჩვენ ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია ცდილობს ქართველების ერთმანეთისგან დაშორებას და არა - დაახლოებას.

როგორ ფიქრობთ, ხდებოდა იგივე 2008 წლის ომისას, ომამდე ან შემდეგ უკვე უკრაინის მოვლენებისას 2014 წელს და ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით?

ავტორიტარული რეჟიმებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია კონსოლიდირება და მათი ხალხის კომუნიკაციის გზების, ისევე, როგორც საერთაშორისო არენაზე არსებული ნარატივის კონტროლი. უმთავრესი პრიორიტეტი არის ძლიერ არაპოპულარული ან არადემოკრატიული რეჟიმისთვის შიდა მხარდაჭერის შენარჩუნება. ესაა ის, რასაც აღწევენ, ან უფრო სწორად ის, რასაც დაკარგავენ, თუკი დეზინფორმაციას არ გაავრცელებენ.

საქართველოს მსგავსი ქვეყნები ის ადგილებია, სადაც რუსეთის ხელისუფლებამ არსებითად განავითარა და დახვეწა საინფორმაციო ოპერაციების ძალიან ბევრი ტაქტიკა. ახლა იგივე [სცენარის] გათამაშებას ვხედავთ არაერთ სხვა რეგიონშიც. 2008 წელი ძალიან ინფორმაციულია ჩვენთვის, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მივიღეთ, იყო შემდეგი: 2008 წლის შემდეგ რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგ გაამჟღავნა კიდეც ეს გადაწყვეტილება, რომ ისინი ჩამორჩებოდნენ ომთან დაკავშირებით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიმართულებით. ადამიანმა, რომელიც RT-ისა და Sputnik-ს მართავდა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ 2008 წელს საქართველოსთან არსებული მოვლენებისას ამ კუთხით ჩამორჩებოდნენ, და რომ მას შედეგ საინფორმაციო ოპერაციებსა და მთავრობის მიერ მართულ მედია ოპერაციებს ხედავენ, როგორც რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებას. ეს სიღრმისეულ ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად გავლენის მოხდენის ოპერაციებს - როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს მათ ფართო არსენალში იმისთვის, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა ან მისი აგრესია რეგიონის მასშტაბით განახორციელონ.

როგორ იქცა დეზინფორმაცია, კონკრეტულად კი ციფრული დეზინფორმაცია ასეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმებისთვის სხვა ქვეყნების საქმეებში ჩასარევად?

დეზინფორმაცია რეჟიმებისთვის ნამდვილად არის ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებში ჩარევისა და საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენებში ჩასარევად. თუმცა უნდა განვასხვავოთ სამი რამ. ერთი, ესაა საგარეო გავლენის ოპერაციები, როდესაც ქვეყანა/ხელისუფლება ქმნის შინაარსს, გზავნილებს იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყანაზე, ეს შეიძლება იყოს იმ ტიპის საინფორმაციო სივრცე, როგორიცაა RT, Sputnik, ხელისუფლების მართული მედიასაშუალებები ან ტროლების ქარხნები და მსგავსი რამ. მეორე, დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, გამიზნულად, როდესაც ამა თუ იმ მოქმედ პირს გამიზნული აქვს მოატყუოს კონკრეტულ სამიზნე აუდიტორია. დეზინფორმაცია პრობლემაა, რომელიც არ ცნობს საზღვრებს.

დეზინფორმაციის გავრცელება, მაშინაც კი, როდესაც ეს მცირე ოპერაციაა, იმისთვისაა გამიზნული, რომ აფეთქდეს, კატალიზატორის როლი შეასრულოს, დაასუსტოს ოპონენტი. ჩვენ დეზინფორმაციას წარმოვიდგენთ, როგორც საწამლავს ჭაში. ერთ წვეთ საწამლავსაც კი შეუძლია მთელ ჭაზე მოახდინოს გავლენა.

საგარეო გავლენის ოპერაციების უმეტესობა სწორედ დეზინფორმაციის გასავრცელებლად ხორციელდება, შემდეგ კი მის გასაძლიერებლად და ადგილობრივად მეტად გასავრცელებლად. სამიზნე ადგილობრივი აუდიტორიაა, რომელიც შემდეგ თავად ავრცელებს მას. და ეს ყველაფერი განსხვავდება მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება კონკრეტული მავნე განზრახვის გარეშე. ეს განსხვავებული გამოწვევებია და ასევე უნდა მივუდგეთ.

თუმცა ეს სიახლე არ იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და კავკასიის მცხოვრებთათვის. ესაა ის, რასაც დიდი ხანია უმკლავდებიან და გულწრფელად რომ ვთქვათ, შეუძლიათ ბევრი ასწავლონ სხვებს მსოფლიოში. თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს მზარდად ეფექტური ტაქტიკაა. ამგვარი გავლენის ოპერაციების განხორციელება სახელმწიფოს ბევრად იმაზე ნაკლები უჯდება ვიდრე კონკრეტულ კონფლიქტის ზონაში თუ სხვა ქვეყანაში ტანკების გაშვება. ძალიან ცოტა რესურსით შეიძლება ძალიან დიდი ეფექტის მიღწევა.

რა არის ის მთავარი, რასაც ავტორიტარული რეჟიმები დეზინფორმაციის გავრცელებით იღებენ, რას აღწევენ ამით?

კონტროლი, ესაა პასუხი. ავტორიტარული რეჟიმებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია კონსოლიდირება და მათი ხალხის კომუნიკაციის გზების, ისევე, როგორც საერთაშორისო არენაზე არსებული ნარატივის, კონტროლი. მათ ეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებათ.

ავიღოთ რუსეთის მაგალითი. ისეთი კომპანიების მონაცემებით, როგორიცაა „ტვიტერი“ ან „ფეისბუქი“, ჩვენ გავიგეთ, რომ წლების საქმიანობის განმავლობაში „სანკტ-პეტერბურგის ტროლების ქარხნის“ მიერ გავრცელებული მასალები არ იყო ფოკუსირებული უკრაინაზე, საქართველოზე ან შეერთებულ შტატებზე. ფოკუსი მაინც რუს ხალხზე იყო. ასე რომ მათი „შემოქმედების“ დიდი ნაწილი მათ უმთავრეს პრიორიტეტებზე მიუთითებს. ეს კი არის შიდა მხარდაჭერის შენარჩუნება ძლიერ არაპოპულარული ან არადემოკრატიული რეჟიმისთვის. ესაა ის, რასაც აღწევენ, ან უფრო სწორად ის, რასაც დაკარგავენ, თუკი დეზინფორმაციას არ გაავრცელებენ.

რა არის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი ან ყველაზე პრობლემური საკითხები, რომლებიც დეზინფორმაციისთვის ნაყოფიერ ნიადაგად შეიძლება იქცეს?

გულწრფელად რომ გითხრათ, ნებისმიერი სამიზნე შეიძლება უკიდურესად მოწყვლადი იყოს დეზინფორმაციისთვის. თუკი ეს არის პოლარიზებული საკითხი, დამაპირისპირებელი თემა, რომელიც ბევრ ჩართულობას იწვევს. ყველაფერი, რაც კი ადამიანებს აშორებს ერთმანეთისგან იმის ნაცვლად, რომ დააახლოვოს. 2018 წლის ამერიკის შუალედური არჩევნებისას ისინი აძლიერებდნენ, ამწვავებდნენ ყველაზე პოლარიზებულ თემებს როგორც უკიდურესი მემარცხენეების, ისე უკიდურესი მემარჯვენეების მხრიდან. მათ შორის რუსეთის საწინააღმდეგო თემებსაც კი. ეს ალბათ ძალიან ცინიკური წუთები იყო მათ დილის თათბირებზე. მაგრამ ისინი ავრცელებდნენ ამგვარ ინფორმაციას, რადგან ამით ჩვენ გვაკლებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, გავუმკლავდეთ მას. და ჩვენ იმავეს გათამაშებას ვხედავთ ახლა საქართველოშიც. ნებისმიერი საკითხი, რაც არის უკიდურესად პოლარიზებული, არის მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ და სამიზნე თავად მოქალაქეები არიან.

ფიქრობთ, რომ ეს საფრთხეები კვლავ არ არის საკმარისად შეფასებული? როგორ ფიქრობთ ქვეყნები განიხილავენ ამას, როგორც უფრო დიდი, უფრო ფართო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ან სტრატეგიის ნაწილად?

ვფიქრობ, საგარეო გავლენის ოპერაციები ისევე სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, როგორც უსაფრთხოების ტრადიციული ზომები. ესაა ახალი ტიპის ომი, ბრძოლის სხვადასხვა ველზე, და ეს მოიცავს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასაც.

დეზინფორმაციის გავრცელება, მაშინაც კი, როდესაც ეს მცირე ოპერაციაა, იმისთვისაა გამიზნული, რომ აფეთქდეს, კატალიზატორის როლი შეასრულოს, დაასუსტოს ოპონენტი. ჩვენ დეზინფორმაციას წარმოვიდგენთ, როგორც საწამლავს ჭაში. ერთ წვეთ საწამლავსაც კი შეუძლია მთელ ჭაზე მოახდინოს გავლენა. ეს გავლენა კი კატალიზატორი იქნება. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და უფრო გამძლეები ვიყოთ. შინაარსს შინაარსით ვერ დაუპირისპირდები, ამას სხვანაირი სტრატეგია სჭირდება.

როგორ ფიქრობთ დეზინფორმაციის ამგვარმა მასშტაბებმა და ეფექტურობამ საბოლოოდ შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება ციფრული სამყაროს მიმართ? საბოლოოდ დავკარგეთ ნდობა?

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობის გზები იცვლება და უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ ამ განვითარებით მოცემული შესაძლებლობებისგან მაქსიმუმის მიღება ისე, რომ ამავე დროს შევამციროთ რისკები. რეიგანის სიტყვებით რომ ვთქვათ, ენდე, მაგრამ შეამოწმე. ყველანი ცოტათი უფრო სკეპტიკურები უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება სკეპტიციზმის ჯანსაღი ოდენობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG