ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთის მოქმედი "რეჟიმი" "ტერორისტულად" გამოაცხადა. ეს ჩეხეთის პარლამენტის პასუხია რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული ომისა და ბლოდროინდელი გაძლიერებული შეტევების გამო უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
15 ნოემბერს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა 129 ჩეხმა კანონმდებელმა მიიღო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 14-მა მათგანმა მისცა. ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ახალი რეზოლუცია და რუსეთი "ტერორისტ რეჟიმად" გამოაცხადა. ეს დოკუმენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას და იქ ჩატარებულ ყალბ, ე.წ რეფერენდუმებს.
ასევე ნახეთ: ვარშავა და ნატო: დიდი ალბათობით, რაკეტა უკრაინის საზენიტო თავდაცვამ გაისროლაჩეხეთის გარდა, რუსეთი "ტერორისტულ რეჟიმად" გამოცხადებული ჰყავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში უკე მე-9 თვეა გრძელდება. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთი უკრაინაში ელექტრო და წყლის მომმარაგებელ ინფრასტრუქტურას უტევს, რათა მოსახლეობა გათბობისა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე დატოვოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული ოკუპაციისგან უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას ახერხებენ, რუსეთი კი საჰაერო იერიშებს გაანგრძობს.