საიდან გაჩნდა კორონავირუსი? როგორ და რა გზებით ვრცელდება? უფასოა თუ არა ვირუსზე ანალიზის აღება? კარანტინში მხოლოდ ის უნდა იყოს, ვისაც სიმპტომები აქვს, თუ სხვებიც? როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა? გასული კვირების და უკვე თვეების განმავლობაშიც ამ და სხვა არაერთ შეკითხვაზე ინტერნეტსა თუ მსოფლიოში არაერთი სწორი და უფრო მეტი მცდარი, ხშირად წარმოუდგენლად შეუსაბამო პასუხი გავრცელდა. თუმცა შიშის, პანიკის, ინფორმაციის თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის ნაკლებობის, გადამოწმების შესაძლებლობის სიმცირის თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამ დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდება. მცდარი ინფორმაცია, რომელიც გამიზნულად თუ კონკრეტული მიზნის გარეშე ვრცელდება, განსაკუთრებით საზიანო შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში - როდესაც ჩვენ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, დავრჩეთ თუ არა სახლში, გამოვიყენოთ თუ არა ესა თუ ის სადეზინფექციო საშუალება, გავიკეთოთ თუ არა ვაქცინები, ან ჩავაბაროთ თუ არა ანალიზი.
პოინტერის ინსტიტუტის ინიციატივით, 2015 წლიდან 30-მდე სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი 50-მდე ორგანიზაცია, გავრცელებული ცნობების გადამოწმებაზე, ე.წ. ფაქტ-ჩექინგზე მუშაობს. თუმცა წელს, იანვრის ბოლოდან ეს ორგანიზაციები ახალი პროექტის #ფაქტებიკორონავირუსისშესახებ ფარგლებში გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალისხმევით იმ ყალბი, მცდარი თუ დამაბნეველი ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ, რომელიც ვირუსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. „ამერიკის ხმას“ ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ ასოცირებული დირექტორი, ქრისტინა ტარაგუილა ესაუბრა.
- როგორ და რა ეტაპზე გადაწყვიტეთ, რომ ახალი პროექტი დაგეწყოთ და ცნობების გადამოწმების მთელი ძალისხმევა კორონავირუსის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შემოწმებისკენ მიგემართათ?
ამ ერთობლივი პროექტის დაწყება 24 იანვრიდან გადავწყვიტეთ, როდესაც ზოგიერთ აზიელ კოლეგას, „ფექტ-ჩექერს“ დავუკავშირდი, განსაკუთრებით კი ტაივანიდან. ისინი ძალიან წუხდნენ იმის თაობაზე, რომ იყო ახალი ვირუსი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდით, ხალხი იღუპებოდა. იმ დროისთვის უკვე ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია იყო ამ დაავადების შესახებ. მათ აინტერესებდათ, შეეძლო თუ არა ჩვენს ქსელს რამენაირად დახმარება.
გახსოვდეთ, ადამიანები ეცდებიან შეეხონ თქვენს ემოციურ წერტილებს ისე, რომ ეს ვერც შენიშნოთ. ამიტომ თავად იფიქრეთ, რისი გეშინიათ? რა გინდათ ყველაზე მეტად? ალბათ ახლა ყველას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მისგან განკურნების საშუალება გვინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე მესიჯი, რომელსაც „ვოთს აპში“ ან სხვაგან მიიღებთ, ამის შესახებ სანდო წყარო იქნება და განკურნების საშუალებას შემოგთავაზებთ.
ის ორგანიზაციები თუ ადამიანები, რომლებიც ფაქტების გადამოწმებაზე ვმუშაობთ, ხშირად ვთანამშრომლობთ მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი დიდი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ღონისძიებებისა თუ შეხვერებისას, როგორიც მაგალითად დიდი ოცეულის, დიდი შვიდეულის შეკრება, გაეროს გენერალური ასამბლეა ან დავოსის ეკონომიკური ფორუმია. ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობისა და გაზიარების გამოცდილება გვაქვს, თუმცა ჯანდაცვის მიმართულებით ასეთი რამ არ მომხდარა. ჩემს შეკითხვას იმ დღესვე 40-მდე „ფაქტ-ჩექერი“ გამომეხმაურა, მათ სურდათ თანამშრომლობა, რადგან იყო ძალიან ბევრი ყალბი ცნობა, რომელთან გამკლავებაც უხდებოდათ და მოხარულები იყვნენ თუ ძალისხმევას გავაერთიანებდით.
- რა იყო ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც ამ მასალებზე დაკვირვებით, ან მათი სიზუსტის, სისწორის შეფასებისას გამოიკვეთა? როგორ იცვლებოდა ვირუსის გავრცელების საწყისი პერიოდიდან დღემდე მცდარი ინფორმაციის ნაკადები?
- პირველი, რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ ყალბი, მცდარი ინფორმაციის რაოდენობა გიგანტურია. ამ კვირას უკვე ათასი გახდა იმ მასალების რაოდენობა, რაც ჩვენმა ალიანსმა გააანალიზა. ასეთი დიდი ალიანსი ამ მიმართულებით აქამდე არასდროს ყოფილა და მხოლოდ 2 თვეა, რაც დავიწყეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. თუ შეხედავთ ყველა იმ ტყუილს, რაც ჩვენ გამოვააშკარავეთ, ადვილად დაინახავთ, როგორ იცვლებიან ამ მცდარი ინფორმაციის გამავრცელებლები და იმ ინფორმაციის ტიპიც, რომელსაც ისინი ავრცელებენ.
იანვარში, პირველი, რაც შევნიშნეთ ის იყო, რომ დეზინფორმაციის უმთავრესი ნაწილი ვირუსის გავრცელების წყაროს ეხებოდა. ჩვენ ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდით. ის ჩინეთში ვრცელდებოდა, ქვეყანაში, რომელიც არც ისე გახსნილია და მონაცემების მოპოვებაც არაა ადვილი. ვხედავდით უამრავ ცნობას იმის შესახებ, რომ ვირუსი ღამურებისგან გავრცელდა, ან რომ მისი წყარო ბანანები იყო, ან სულაც ბილ გეითსი.
მას შემდეგ, რაც ბევრი ასეთი ცნობის სიმცდარე გამოაშკარავდა, დაიწყო ისეთი ვიდეოების გავრცელება, სადაც ხალხი გონებას კარგავდა, ქუჩებში, მეტროებში, სუპერმარკეტებში ეცემოდა - იმის საჩვენებლად, რომ კორონავირუსი ასე კლავდა ხალხს ყოველწუთს. ეს ვიდეოები არ იყო ნამდვილი, ამ ხალხიდან ზოგი ნასვამი იყო, ზოგს გულის შეტევა ჰქონდა. „ფაქტ-ჩექერებმა“ აჩვენეს, რომ ეს ვიდეოები ან დამონტაჟებული [გაყალბებული] იყო, ან - არასწორ კონტექსტში.
ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის ერთი სხვა ფაზაც, ზოგი ცდილობდა ეთქვა, რომ ჩინეთი ყველა იმ ადამიანის „განადგურებას“ აპირებდა, ვინც დაინფიცირდა. ზოგმა მკვლელობა გამოსავლად გაასაღა. მოდით, დავხოცოთ ყველა ინფიცირებული - ასეთი ფაზაც კი იყო. ძალიან ბევრი ტალღა იყო.
ამის შემდეგ დეზინფორმაციის ახალი, უდიდესი ტალღა წამოვიდა უკვე ის, რასაც ახლა ვებრძვით და არ მგონია დავამარცხოთ. ეს არის მცდარი ცნობები თავდაცვის, პრევენციის, ან შემდეგ მკურნალობის - წამლების და განკურნების სხვა საშუალებების შესახებ. ეს საოცარია. შეჭამეთ ნიორი, მიღეთ C ვიტამინი, დალიეთ მათეთრებელი, ძროხის შარდი სხეულში შეიშხაპუნეთ - მთელი ეს სიგიჟე და კიდევ უფრო მეტი.
ამჟამად საინტერესოა, რომ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია კარანტინის, სახლიდან გამოსვლის თუ ამა თუ იმ დაწესებულების დახურვის შესახებ. მაშინ, როცა ბევრი დაწესებულება მართლაც იხურება, ხალხი ავრცელებს ცნობებს იმ სკოლების, უნივერსიტეტებისა თუ მარკეტების დახურვაზეც [სხვადასხვა ქვეყანაში] რომლებიც ჯერ არ დახურულა.
- თუმცა, რა არის მაინც ამ დეზინფორმაციის რეალური მიზანი? სხვა ტიპის ინფორმაციის შემთხვევაში, ეს ხშირად გამიზნული დეზინფორმაციაა, ზოგჯერ ინდივიდუალური პირების ან უფრო დიდი, მძლავრი და ზოგჯერ სახელმწიფო აქტორების მხრიდანაც; ზოგჯერ ეს კონკრეტული გვერდები ან პატარა მედია-საშუალებებია, რომლებიც ყურადღების მიპრობას, ე.წ. „კლიკებზე“ ნადირობას და მკითხველის რაოდენობის გაზრდას ცდილობენ. როგორია ამ შემთხვევაში ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელთა მოტივები, რა კატეგორიები შეიძლება გამოიყოს?
- ჩვენი „ფაქტ-ჩექინგი“ რამდენიმე საფეხურს მოიცავს: ერთი ეს უშუალოდ გადამოწმებაა, მეორე - ყოველკვირეული ანგარიშები, მესამეზე კი უკვე ვცდილობთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლების ჩართვას იმისთვის, რომ კონკრეტული კავშირები ვიპოვოთ ამ მცდარი ცნობების გამავრცელებელთა შორის: მოდის თუ არა ისინი ერთი წყაროდან და არის თუ არა ეს კონკრეტული, ერთგვარი ჯგუფი.
ბოლო დროს ბრაზილიაში დეზინფორმაცია განსაკუთრებით წარმატებულად ვრცელდება ახალი ფორმით - PDF ფორმატის ფაილებით და მიხვდებით რატომ: რადგან მეცნიერები ასე მუშაობენ, თავიანთ კვლევით მასალებს, სამეცნიერო ნაშრომებს სწორედ ამგვარი ფორმატით ბეჭდავენ თუ ავრცელებენ. ასე რომ ბოლო დროს უამრავი ყალბი PDF ფაილი ვრცელდება. მათი ავტორები კი არიან გამოგონილი „ექიმთა ასოციაციები“, ვითომდა „საზოგადოებები“, „კვლევითი ცენტრები“.
მაგრამ ამჟამად, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, ვის უნდა ჩვენთვის მცდარი ინფორმაციის მოწოდება, როგორც წესი, კიდევ უფრო მეტ დეზინფორმაციას ვაწყდებით, რაც უბრალოდ გასაოცარია. არსებობს ხალხი ვინც ამბობს, რომ მცდარ ინფორმაციას ჩინეთი ავრცელებს, რადგან მას ჰონგ-კონგის პროტესტის ჩახშობა სურს. ადამიანთა სხვა ნაწილს მიაჩნია, რომ დეზინფორმაციის ავტორებს პირიქით, ჩინეთის ცუდად წარმოჩენა სურთ - ქვეყნად, სადაც ვირუსმა იფეთქა და ის ვირუსს საკუთარ საზღვრებში ვერ გაუმკლავდა. არის ურთიერთდაბრალების სხვა ჯგუფებიც, ამერიკა რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი - ამერიკას. არის გეოპოლიტიკური ასპექტებიც იმის გასარკვევად, ვინ უფრო დიდი გამავრცელებელია დეზინფორმაციისა და ვინ გამოიყენებს ამას პოლიტიკურად. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, ვინ დგას ამ დეზინფორმაციის უკან. მაგრამ ვფიქრობ, ორი მნიშვნელოვანი ასპექტია:
კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაცია გამოყენებულია ზოგიერთი ყველაზე არაჯანსაღი იდეის წასახალისებლად. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტალღა დეზინფორმაციისა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ზოგიერთი რასის თუ რელიგიის წარმომადგენლებს შეუძლიათ კორონავირუსს უკეთ გაუმკლავდნენ, ვიდრე - სხვებს. ჩვენ ვნახეთ აფრიკაში ბევრი გამონაგონი იმის დასამტკიცებლად, რომ შავკანიანი მოსახლეობა უფრო ძლიერია კორონავირუსის წინააღმდეგ, ვიდრე თეთრკანიანები, ინდოელები ან სხვები; ინდონეზიასა და მალაიზიაში მაგალითად, ჩვენ ვნახეთ მოწოდებები, რომ ხალხმა უნდა მიიღოს ისლამი, რადგან მუსლიმები მეტად არიან კორონავირუსისგან დაცულები.
ამ ტიპის სიცრუეები ძალიან საშიშია, რადგან ისინი უკავშირდება მიუღებელ აზრებსა და ფიქრებს. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვირუსის წინააღმდეგაც ერთნაირად ვართ „აღჭურვილნი“. ეს ძალიან საშიშია, რომ იწყება კორონავირუსის გამოყენება გარკვეული დღის წესრიგის გატარების მიზნით.
მესამე ჯგუფია კიდევ ანტი-ვაქცინაციის იდეის მხარდამჭერი ჯგუფი. ჩვენ ძალიან ბევრი კრიტიკული მასალა ვნახეთ იმის თაობაზე, რომ სამედიცინო ინდუსტრიამ ვირუსი სპეციალურად შექმნა იმისთვის, რომ ახალი ვაქცინა შეიქმნას და ძალიან ძვირად გაიყიდოს. ასე რომ, თქვენს კითხვაზე პირდაპირ რომ გავცეთ პასუხი, ჯერ ზუსტად არ ვიცით, ვინ აკეთებს ამას, მაგრამ ჩვენ გვეყოლება სწავლულთა ჯგუფი, რომლებიც ამას გამოიკვლევენ. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ კორონავირუსი ძალიან ბევრი საშინელი ლექსიკის და საშინელი იდეის გავრცელებას უწყობს ხელს.
- არის ეს დამახასიათებელი ზოგადად დიდი კრიზისებისთვის? თუ საკითხები, რომლებიც ჯანდაცვას ეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია? მიღებულ ინფორმაციაზე ხშირად დიდწილადაა დამოკიდებული ის, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს გადაწყვეტილებები კი ასეთ დროს ჩვენი, თუ ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს ეხება. ამ შემთხვევაში პანდემია განსაკუთრებით ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის?
როდესაც ცნობები გავრცელდა ალკოჰოლით ვირუსის პეევენციაზე, ვხუმრობდი, დავლიოთ და ყველანი კარგად ვიქნებით-მეთქი. მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ ირანის 24 მცხოვრები გარდაიცვალა - მათ არაერთი ბოთლი სუფთა ალკოჰოლი დალიეს იმ რწმენით, რომ ეს მათ ვირუსისგან დაიცავდა. დიახ, ეს არის დეზინფორმაციის შედეგი. ასე რომ, ფაქტების გადამოწმებამ შესაძლოა ადამიანთა სიცოცხლე იხსნას, ამას შეუძლია განსხვავების მოტანა.
- ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკური საკითხის „ფაქტ-ჩექს“ აკეთებ, ამოწმებ ამა თუ იმ ფაქტს მაგალითად ისეთ ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია, ხდება შემდეგი: თუკი ფაქტ-ჩექერები დაასკვნიან, რომ რესპუბლიკელმა მოქალაქემ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, ან მოიტყუა, ამას სხვა რესპუბლიკელები არ გააზიარებენ, არ გაავრცელებენ. იგივე მოხდება, თუ დემოკრატი ლიდერის ან სხვისი სიცრუეა გამოაშკარავებული. ასე რომ, გამუდმებით აუდიტორიის მხოლოდ ნახევარია შენთან. მაგრამ როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ, აუდიტორიის 100 % ჩართულია.
უნდა ვაღიაროთ, რომ კორონავირუსზე ბევრი არაფერი ვიცით. როდესაც საქმე ამა თუ იმ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხს ეხება, ადამიანს მეტნაკლებად ნაფიქრი აქვს ამაზე, იცის მემარჯვენეა თუ მემარცხენე, იცის ემხრობა თუ არა აბორტს, ფიქრობს, რომ მეტი სახსრები უნდა დაიხარჯოს ტრანსპორტში, ან სკოლებზე. მას ჰქონდა დრო ცხოვრებაში ამაზე ეფიქრა. მაგრამ მოულოდნელად ჩნდება ეს ვირუსი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იცი და ასევე უეცრად უნდა მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, რომ უფრო მეტს დაიჯერებ, უფრო მეტს გააზიარებ, უფრო მეტ დისკუსიაში ჩაერთვები, ძალიან დიდი ხმაური იქმნება ირგვლივ. ორი განსხვავება იქმნება: გყავს უფრო დიდი აუდიტორია და გაქვს რეალური, სანდო მონაცემების სიმცირე ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან ახალი, „ახალგაზრდა თემაა“, და მესამე, ბოლო განსხვავება: შენ გინდა, რომ დაიცვა ის ადამიანები, რომლებიც გიყვარს.
როდესაც ამოწმებ მცდარია თუ არა ესა თუ ის პოლიტიკური თემა, ამით იმავე, თუ მეორე დღესვე, როგორც წესი, არაფერი იცვლება. ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ზოგჯერ 3-4 თუ 5 წლის შემდეგ. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კორონავირუსზე, შენ გინდა, რომ დარწმუნდე, ადამიანები, რომლებიც გიყვარს, ამ ინფორმაციას ძალიან სწრაფად მიიღებენ, რადგან ვიღაც შეიძლება ხვალ მოკვდეს. ანუ თავად ინფორმაციის და ამ ინფორმაციის გაზიარების საჭიროება საოცრად გაიზარდა, რადგან შენ გინდა სხვებსაც გააგებინო და სხვებიც დაიცვა.
- რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი დეზინფორმაცია და რამდენად ღირებული და საჩქარო მისი გამოაშკარავება?
- მე ჩემს პირად მაგალითს გეტყვით. გარკვეული ხნის წინ ინტერნეტში წავიკითხე, თითქოს ალკოჰოლი კორონავირუსის პრევენციისთვის კარგი საშუალებაა, ბევრი ვიცინე, ამის გადამოწმება და ამაზე მასალის დაწერა არც მიფიქრია, ვხუმრობდი, მომიტანეთ ვისკის ან რომის ბოთლი, დავლიოთ და ყველანი კარგად ვიქნებით-მეთქი. მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ ირანის 24 მცხოვრები გარდაიცვალა - მათ არაერთი ბოთლი სუფთა ალკოჰოლი დალიეს იმ რწმენით, რომ ეს მათ ვირუსისგან დაიცავდა. 24 ადამიანი გარდაიცვალა ამის შედეგად. დიახ, ეს არის დეზინფორმაციის შედეგი. ასე რომ, ფაქტების გადამოწმებამ შესაძლოა ადამიანთა სიცოცხლე იხსნას, ამას შეუძლია განსხვავების მოტანა. ჩვენი ალიანსი ცდილობს ამის გაკეთებას, ვცდილობთ ავხსნათ, რა არის მცდარი, როგორია სანდო ინფორმაცია და მონაცემები, რომლებსაც უნდა დაუჯეროთ და რას არ უნდა დაუჯეროთ, რადგან ეს თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი შეიძლება იყოს.
ასეთ დროს ნდობის თხოვნა ძალიან ბევრია. მაგრამ ახლა მოქალაქეებსაც ვურჩევდი, რომ უპირველეს ყოვლისა, არ დაიჯერონ ყველაფერი, რასაც ხედავენ, რადგან დეზინფორმაციის ტალღები ახლა გლობალური მასშტაბისაა. გამონაგონი, ყალბი ცნობები აზიიდან ცენტრალურ ამერიკაში იმავე დღეს ხვდება. მათი თარგმნაც წარმატებით და სწრაფად ხდება. დეზინფორმაციას საზღვრები არ აქვს. სანამ გააზიარებთ მიღებულ ინფორმაციას, დაფიქრდით, ჩართეთ თქვენი ინტერნეტ საძიებო სისტემები, „გუგლი“ იქნება ეს, „ბინგი“ თუ ნებისმიერი, რასაც იყენებთ, ჩაწერეთ მიღებული ინფორმაციის მთავარი, სკავანძო სიტყვა, გვერდით კი „ფაქტ-ჩექი“ შემოწმება, მოსინჯეთ. ჩვენი ალიანსი 45 სხვადასხვა ქვეყანაში და 15-ზე მეტ ენაზე მუშაობს, დიდი შანსია, რომ გადამოწმებული, სანდო ინფორმაცია შეგხვდეთ იმის შესახებ, რის გაკეთებასაც შეიძლება აპირებდეთ და არ იყოს მართალი.
ძალიან ადვილია ფაქტის გადამოწმება, ეს ყველას შეუძლია. დააკვირდით მიღებულ მასალებს: შეესაბამება სათაური სტატიის ან ვიდეოს შინაარსს? ვინ არის ავტორი? მუშაობდა ეს ადამიანი აქამდეც ჯანდაცვის საკითხებზე? როდის დაიწერა ეს სტატია, ძველი ხომ არ არის? არის ამავე მასალაში იდენტიფიცირებული წყაროები? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ან თქვენი ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება - არის ამ ორგანიზაციების მონაცემები მოყვანილი? თუ არა, ნუ გააზიარებთ. თუკი ეს ფოტოა, ასევე მოიქეცით. სიფრთხილით მოეკიდეთ აუდიო ფაილებსაც, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი აუდიო ვრცელდება და ესეც ძალიან საშიში ხდება.
- თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები ხშირად განსაკუთრებით მოწყვლადია ან ადვილად იღებს თუ იჯერებს ყალბ ინფორმაციას, ზოგს შესაძლოა არ ჰქონდეს ინტერნეტ წყაროებში გადამოწმების სათანადო უნარები, ან თუნდაც ყველა უნარისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანი პანიკით იყოს შეპყრობილი და ფაქტების გადამოწმებაზე დრო აღარ „დაკარგოს“. რა ფაქტორები უწყობს ხელს იმას, რომ ხშირად დაუჯერებელიც დავიჯეროთ?
ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები ყოველთვის ეცდებიან გაგასულელონ. ისინი ცდილობენ მიწვდნენ თქვენს სურვილებს, შიშებს, რწმენებს. ისინი ეცდებიან ისეთი ინფორმაცია მოგაწოდონ, რომლის სამიზნეც თქვენი გრძნობებია და არა - გონება.
ბოლო დროს ბრაზილიაში დეზინფორმაცია განსაკუთრებით წარმატებულად ვრცელდება ახალი ფორმით - PDF ფორმატის ფაილებით და მიხვდებით რატომ: რადგან მეცნიერები ასე მუშაობენ, თავიანთ კვლევით მასალებს, სამეცნიერო ნაშრომებს სწორედ ამგვარი ფორმატით ბეჭდავენ თუ ავრცელებენ. ასე რომ ბოლო დროს უამრავი ყალბი PDF ფაილი ვრცელდება. მათი ავტორები არიან გამოგონილი „ექიმთა ასოციაციები“, ვითომდა „საზოგადოებები“, „კვლევითი ცენტრები“.
გახსოვდეთ, ადამიანები ცდილობენ რაღაცები დაგაჯერონ. ისინი ეცდებიან შეეხონ თქვენს ემოციურ წერტილებს ისე, რომ ეს ვერც შენიშნოთ. ამიტომ თავად იფიქრეთ, რისი გეშინიათ? ეცადეთ გაიგოთ, რა გინდათ ყველაზე მეტად? ალბათ ახლა ყველას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მისგან განკურნების საშუალება გვინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე მესიჯი, რომელსაც „ვოთს აპში“ ან სხვაგან მიიღებთ, ამის შესახებ სანდო წყარო იქნება და განკურნების საშუალებას შემოგთავაზებთ. გქონდეთ ვირტუალური ჩამონათვალი იმისა, რაც გაშინებთ ან რაც გინდათ და სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ინფორმაციას, რომელიც ამ წერტილებს ეხება, რადგან შესაძლოა წინააღმდეგ შემთხვევაში, რაციონალურად მოქმედება ვერ შეძლოთ.
- რას ურჩევდით არა უშუალოდ ფაქტების გადამოწმებაზე ორიენტირებულ, არამედ რიგით მედიასაშუალებებს, რომლებიც სანდო ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ? ან რა როლი შეიძლება ჰქონდეთ სოციალური მედიის კომპანიებსა და პლატფორმებს, იქნება ეს "ფეისბუქი", "ტვიტერი" თუ სხვა?
- მედიასაშუალებებს ვეტყოდი, რომ პირველ ყოველისა, საჭიროა შეწყდეს სხვაგან გამოქვეყნებული მასალის გამოქვეყნება. (re-reporting) ეს ძალიან საშიში პრაქტიკაა. გასულ პარასკევს ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც მთელ მსოფლიოში დატრიალდა: ბრაზილის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი არ დადასტურებია. მაგრამ რიო დე-ჟანეიროს ერთ-ერთი პატარა გაზეთის სვეტების ავტორმა დაწერა, რომ მისი ანალიზი დადებითი იყო, ყველანაირი წყაროს გარეშე. დაახლოებით ორ საათში ეს ინფორმაცია უკვე იყო გამოქვეყნებული „გარდიანში“ და ტაივანის მედიაში. მთელი მსოფლიო ღელავდა, რადგან ის რამდენიმე დღით ადრე ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა. ეს იყო სწორედ ასეთი „გადაბეჭდვის“ ბრალი. ნუ ენდობით სხვა ჟურნალისტების, თქვენი კოლეგების მასალებსაც, არ გამოაქვეყნოთ გადამოწმების გარეშე.
ასეთ რთულ დროს ერთმანეთის ნამუშევარიც უნდა შევამოწმოთ. ეს ასევე ეხება ისეთ ჩანაწერებსაც, რომლებიც გამოუქვეყნებლობის გარანტიით (off the record), ან ანონიმურობის დაცვით იწერება. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა ასეთი კრიზისისა და პანიკის დროს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით გამჭვირვალეები უნდა ვიყოთ, ჩვენი მეთოდოლოგიაც ცხადი და ნათელი უნდა იყოს და ჩვენს წყაროებზეც მათ უნდა იცოდნენ, ეს მნიშვნელოვანია სანდოობისთვის.
რაც შეეხება პლატფორმებს, მესმის, რომ ისინიც ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ ისინი არაფერს წარმოადგენენ, ხალხით რომ არ იყვნენ სავსე. ასე რომ, როდესაც მათ ვაკრიტიკებთ, ჩვენი თავიც უნდა გავაკრიტიკოთ. როგორ ვიქცევით ჩვენ თვითონაც, როგორც საზოგადოება ამ პლატფორმებზე? კომპანიებს ყოველთვის შეუძლიათ მეტი გააკეთონ. დიახ, მე ამას ვამბობ მაშინაც კი, როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქსელმა „ფეისბუქისა“ და „ვოთს აპ“-ისგან 2 მილიონი დოლარი მიიღო დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. განვაგრძობ ამის თქმას, ტექნოლოგიების, გამჭვირვალობის და სხვა მიმართულებით, მათ მუდამ შეუძლიათ მეტის გაკეთება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ციფრულ სამყაროში ჩვენც უკეთესი მოქალაქეები უნდა ვიყოთ.
გარდა ამისა, არც ჟურნალისტებისთვის მადლობის თქმა უნდა დაგვავიწყდეს. მილიონობით ადამიანი კარანტინში ან იზოლაციაშია და ისინი კარგ, სანდო ინფორმაციას სწორედ ჟურნალისტების და „ფაქტ-ჩექერებისგან“ იღებენ. უამრავი ჟურნალისტი მუშაობს დღეს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მიიღონ. ჟურნალისტები ძალიან ხშირად და მსოფლიოს ბევრ წერტილში ათასგვარი თავდასხმის ობიექტები არიან, მაგრამ ახლა აუცილებელია სწორი პოზიციის დაკავება. ჟურნალისტები არიან ისინი, ვინც ფაქტებს გამონაგონისგან ასხვავებენ და ისინი დაფასებას იმსახურებენ. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რა მნიშვნელოვანია ალიანსი და თანამშრომლობა. დეზინფორმაცია ჩვენი დიდი მეტოქეა, მონსტრი, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოდეთ.