ლოს-ანჯელესში, ძლიერი ხანძრისა და მაღალი დაკვამლიანების გამო, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. კვირას, ათასობით ადამიანი გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მოსახლეობის ნაწილი კი გააფრთხილეს, რომ მზად იყვნენ ნებისმიერ დროს ევაკუაციისთვის.
ლოს-ანჯელესის სახანძრო განყოფილების განცხადებით, დილის საათებში გრილმა, ნოტიო ამინდმა მეხანძრეებს მცირე შესვენების საშუალება მისცა. თუმცა, მოგვიანებით, ცეცხლმა სრული ძალით შეუტია გამომშრალ მცენარეებს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ყოფილა.
ასევე ნახეთ: ხანძრების გამო, ლოს-ანჯელესში, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩაამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარასკევს, სანტა-მონიკას მთებში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ასევე არ დაზიანებულა ინფრასტრუქტურა.
თუმცა, ხანძრის შედეგად, ათასობით ადამიანს, რომლებიც ტოპანგას კანიონის მიმდებარედ ცხოვრობენ, საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა. კვირას, შუადღისთვის, ცეცხლი უკვე მოდებული იყო, დაახლოებით, 5,1 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიაზე. იწვის ხეები და ბუჩქები.
სპეციალისტების თქმით, ლოს-ანჯელესში, ბოლო თვეების განმავლობაში, თითქმის არ უწვიმია, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის გაჩენას.