ავიაკომპანიები მსოფლიოს მასშტაბით ამბობენ, რომ ფრენების გრაფიკების მკვეთრი შემცირება მათ დიდ ზიანს მიაყენებს, რის გამოც მთავრობებისგან დანაკარგის მაქსიმალურად შესამცირებლად დახმარებას ითხოვენ. ავიაკომპანიები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზღვრების ჩაკეტვის შესახებ მათ მილიარდობით დოლარის ოდენობის ზიანს აყენებს.
უცნობია აქვს თუ არა ზარალი ავიაკომპანია "ვიზეარს" და რა ოდენობაზეა საუბარი, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია საქართველოში ყველა ფრენას წყვეტს. ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით საქართველოში ფრენების 99% მარტში შეწყდება, 3 აპრილს კი ბოლო რეისი შესრულდება ქუთაისი ბუდაპეშტის მიმართულებით.
"ბრიტანეთის ავიახაზების" წამომადგენელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ფრენების შემცირება კომპანიაზე სერიოზულ დარტყმას მიიტანს, რის გამოც კომპანია შეეცდება ხარჯების შემცირებას აპრილსა და მაისში.
ხარჯების შემცირებაზე საუბრობს საერთაშორისო კონსოლიდირებული ავიახაზები, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ავიაკომპანიას უწევს ზედამხედველობას. ავიახაზების ჯგუფის განცხადებით, შემცირდება დისკრეციული ხარჯები და სამუშაო საათები, გარკვეულ შემთხვევებში კი შეჩერდება სამუშაო ხელშეკრულებები.
1.5 მილიარდი დოლარის ზარალის შესახებ უკვე იტყობინება ამერიკული "ამერიკული ავიახაზები." კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს სამეულშია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გასულ წელთან შედარებით კომპანიის ზარალი 1.5 მილიარდი დოლარია, რის გამოც ის აფრთხილებს თანამშრომლებს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. ასევე კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კრიზისი შესაძლოა მთელს ზაფხულზე გავრცელდეს.
ასევე ნახეთ: ტრამპი ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდებს და ევროპიდან ფრენებს 30 დღის განმავლობაში კრძალავსამერიკულ კომპანია "იუნაითედში" კი ამბობენ, რომ კოროპორატიული ოფიცრების რაოდენობას შეამცირებს, რაც კომპანიას მისცემს დამატებითი თანხები დაზოგოს აპრილსა და მაისში. "იუნაითედში" არ გამორიცხავენ, რომ კომპანია ზარალის შეჩერება ზაფხულის ბოლომდე შეძლოს.