კორონავირუსის გავრცელების გამო, გერმანია მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებს კეტავს. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, უსაფრთხოების ეს ზომა ძალაში ორშაბათს, ადგილობრივი დროით, დილის 8 საათზე შევა და სახმელეთო საზღვარი მგზავრობისთვის საფრანგეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან ჩაიკეტება. ამ ეტაპზე ტვირთების გადაზიდვა დაშვებული იქნება.
გერმანიაში, დღემდე, კორონავირუსის შედეგად 9 ადამიანია გარდაცვლილი და ინფიცირების 4,585 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ევროკავშირის სხვა ქვეყნები მკაცრი ზომების მიღებას აგრძელებენ. ავსტრიამ ორშაბათიდან 5 ადამიანზე მეტის თავშეყრა აკრძალა.
შაბათს, საფრანგეთმა და ესპანეთმა მიბაძეს იტალიის მაგალითს და საზღვრები ჩაკეტეს.
პოლონეთმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ და დანიამ უკვე ჩაკეტეს საზღვრები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს აგრესიული ზომები მიიღონ კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სოციალური დისტანცირების გასაზრდელად.
Facebook Forum