საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში, თუ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი რესურსები გახდება საჭირო, მთავრობა მიმართავს ყველას, მათ შორის ფონდ „ქართუსაც“. მან ასევე თქვა, რომ ამ წუთისთვის ეკონომიკის სტიმულირების პროტოკოლის თანახმად, საჭირო რესურსი სრულად დათვლილი და მობილიზებულია ქართული სახელმწიფოს მხრიდან.
გახარიამ დასძინა, რომ თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გახანგრძლივდა, მთავრობაც შესაბამისად იმოქმედებს და გააგრძელებს ანტიკრიზისულ და ეკონომიკის წამახალისებელ ღონიძიებებს. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება გადასახადების შემცირებაზე ჯერ არ ფიქრობს.
Facebook Forum