კონგრესის მოსმენაზე კავკასიაში ირანის და შეერთებული შტატების ინტერესების დაპირისპირებაზე იმსჯელეს
კონგრესის საგარეო ურთიერთობათა ევროპის და ევრაზიის ქვეკომიტეტში სამხრეთ კავკასიაში ირანის და შეერთებული შტატების ინტერესების დაპირისპირებაზე იმსჯელეს.
მომხსენებლები იყვნენ ჰერიტიჯის ფონდის ექსპერტი არიელ კოენი, ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის პოლიტოლოგი მაიკლ რუბინი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წარმომადგენელი ალექს ვატანკა და ჰაიფას უნივერსიტეტის ლექტორი ბრენდა შაფერი.
სხდომას თავმჯდომარეობდა კონგრესმენი დენ ბარტონი. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის გავლენის გაძლიერებაზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ემურქება.
დენ ბარტონის განცხადებით, ირანის გაძლიერება კავკასიის ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. ამ მხრივ ყველაზე დიდი საფრთხე აზერბაიჯანს ემუქრება, რომლის ხელისუფლება ირანის წინაღმდეგ აქტიურად მოქმედებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაც მისაღებია ვაშინგტონისთვის. რაც შეეხება სომხეთს, დენ ბარტონის აზრით, არსებობს ამ ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის საშიშროება. ეს კი უარყოფითად მოქმედებს ერევნის პოლიტიკაზე ირანთან მიმართებაში, რადგან თეირანი ტრადიციულად მხარს უჭერდა სომხეთის პოზიციას ყარაბაღის კონფლიქტის დროს და მასთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, ვაშინგტონმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ირანის იზოლაცია უნდა დაისახოს მიზნად. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის დაახლოება ისრაელთან, რაც ირანის გაღიზიანებას იწვევს.
პირველი მომხსენებელი, ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი ბრენდა საფერი იყო, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელია ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეიც. მიუხედავად ამისა აზერბაიჯანელებს აკრძალული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ასეთივე დღეში არიან ირანში მცხოვრები ქურთები, არაბები და ბელუჯები. ქალბატონი შაფერის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად ირანი, თურქეთი და რუსეთი ებრძვიან ერთამენთს. ჰაიფას უნივერსიტეტის ლექტორმა ხაზი გაუსვა ამერიკის ხმის როლს ირანის ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო პროპაგანდის საქმეში.
შემდეგი გამომსვლელი საქართველოში კარგად ცნობილი ექსპერტი არიელ კოენი იყო, რომელაც აღნიშნა, რომ ირანის პოლიტიკა რეგიონში დამყარებულ სტატუს-კვოს ემუქრება. მისი თქმით, შეერთებული შტატების ძალისხმევით ბევრი რამ გაკეთდა ამიერკავკასიაში სტაბილობის დასამყარებლად, მაშინ როდესაც ირანი ტერორზმის გავრცელებას და რეგიონის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. მისი მთავარი სამიზნე აზერბაიჯანია, რომელიც ისტორიულად სპარსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. თეირანი ისრაელის ინტერესებს უპირისპირდება რეგიონში და აზერბაიჯანზე ზეწოლას აძიერებს, რათა ამ უკანასკნელმა გაწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან. ამ მხრივ საინტერესოა ამას წინათ პრესაში გამოქვეყნებული მასალა, ირანთან ომის შემთხვევაში ისრაელის ბომბდამშენების მიერ აზრბაიჯანის აეროდრომების გამოყენების შესახებ, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიოში, თუმცა დღემდე არ არის ცნობილი ვის მიერ იყო აღნიშნული ინფორმაცია გავრცელებული.
არიელ კოენის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს სომხეთის დაახლოება ირანთან. მისი თქმით, ერევანში მოქმედებს ირანული ბანკი „მილათი“, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ თავისუფლად მუშაობს სომხეთში.
ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის ექსპერტის მაიკლ რუბინის განცხადებით, ირანის და აზერბაიჯანის მოსახლეობის უმრავლესობა შიიტები არიან და თეირანი ყოველწლიურად უამრავ აზერბაიჯანელ სასულიერო პირს ამზადებს ირანის რელიგიურ ცენტრებში.
აღსანიშნავია სომხეთის როლი, რომელიც რუსეთ-ირანის ღერძის დამაკავშირებელი რგოლია რეგიონში. მაიკლ რუბინის თქმით, სომეხი მეცნიერები ირანის ბირთვულ ობიექტებზე მუშაობენ, რაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს ირანის ატომური პროგრამის გამო.
ალექს ვატანკამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ირანში 20 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, უფრო მეტი ვიდრე აზერბაიჯანში. მართალია აზერბაიჯანი ისრაელთან დაახლოებას ესწრაფვის, მაგრამ ბაქოს არ უნდა რომ ეს ქვეყანა დასავლეთსა და ირანს შორის ბრძოლის არენად გადაიქცეს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
მომხსენებლები კავკასიის გარდა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ირანის დესტრუქციულ მოქმედებასაც შეეხნენ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბაჰრეინში შექმნილი სიტუაცია, რომელსაც ირანი თავის მე-14 პროვინციას უწოდებს და სადაც მოსახლეობის 70% შიიტია. მათ უმრავლესობას სწორედ ირანში აქვს სასულიერო განათლება მიღებული. არიელ კოენის განცხადებით, ბაჰრეინში პრო-ირანული ძალების გამარჯვების შემთხვევაში თეირანს სპარსეთის ყურის ბლოკადის განხორციელება შეუძლია, რაც საუდის არაბეთის და შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებს ემუქრება.
მაიკლ რუბინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ თურქეთმა და ჩინეთმა ამას წინათ ნატოსგან დამოუკიდებლად სამხედრო-საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, რაც შეუძლებელი იქნებოდა ჩინეთის თვითმფრინავებისთვის ირანს რომ არ დაეთმო საკუთარი სამხედრო აეროდრომები.
დასასრულს, მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილეს დასავლეთისთვის კასპიის ზღვის რეგიონიდან ენერგომატარებლების ექსპორტის მნიშვნელობაზე და ამასთან დაკავშირებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის მაგალითი მოიყვანეს. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ირანი ყველაფერს აკეთებს, რათა სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი რესურსები დასვლეთის მიმართულებით არ წავიდეს. ამაში რუსეთიც არის დაინტერესებული, რომელიც ევროპის გაზით მომარაგების მონოპოლისტია და აქტიურად იბრძვის ალტერნატიული გზების წინააღმდეგ, ან მათ გაკონტროლებას ცდილობს. საინტერესოა, რომ ენერგომატარებლების ექსპორტის საქმეში რუსეთი და ირანი ერთმანეთის კონკურენტები არიან, თუმცა ირანში არსებულ აიათოლების რეჟიმს არ ძალუძს საკუთარი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენება.
ამერიკელი ექსპერტების და კონგრესმენების აზრით, ვაშინგტონმა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს კავშირები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, თუ უნდა, რომ ამ რეგიონში ირანის და სხვა სახელმწიფოების გავლენის ზრდას შეუშალოს ხელი.