ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული უსაფრთხოების კონფერენცია გადაიდო


ამერიკა აუქმებს შეხვედრას, რომლის მონაწილეები შეიძლება „წნეხის და იზოლაციის“ საფრთხეში აღმოჩნდნენ

ამერიკამ უარი თქვა ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული კონფერენციის გამართვაზე. მიზეზად რეგიონში მიმდინარე მოვლენები დასახელდა. განცხადება ღაზაში ისრაელ-პალესტინის განახლებულ კონფლიქტს, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს და ეგვიპტეში დაწყებულ არეულობებს მოჰყვა. კონფერენცია ფინეთში დეკემბრის თვეში იგეგმებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, რეგიონალური უსაფრთხოების და შეიარაღების კონტროლის თაობაზე კონცეპტუალური უთანხმოებაა. ამის გამო შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს კონფერენციას, რომლის მონაწილე ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება „წნეხის და იზოლაციის“ საფრთხეში აღმოჩნდეს. სპიკერის განცხადება ისრაელის წინააღმდეგ კონფერენციის მონაწილეთა გაერთიანებას გულისხმობს. ირანი და არაბული სახელმწიფოები ისრაელის ბირთვულ არსენალს ახლო აღმოსავლეთის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ, მაშინ როცა ისრაელი და მთელი დასავლეთი საფრთხეს ირანის ბირთვული პროგრამების განვითარებაში ხედავს.
XS
SM
MD
LG