ამერიკული თვითმფრინავის ტაივანის სრუტეზე გადაფრენის შემდეგ, ჩინეთმა საზღვაო და საჰაერო ძალების მობილიზება გადაწყვიტა

ჩინეთის სამხედრო ძალებმა, სამშაბათს, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ საზღვაო და საჰაერო ძალების მობილიზება გადაწყვიტა, რათა გააფრთხილოს და დააკვირდეს, ამერიკის საზღვაო ძალების მოქმედებას. გადაწყვეტილება ჩინეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის საზღვაო ძალების საპატრულო თვითმფრინავი, ტაივანის სრუტეზე გადაფრინდა. ჩინეთმა დაგმო შეერთებული შტატები, საერთაშორისო საზოგადოების „შეცდენის“ მცდელობის გამო.

ამერიკის სამხედრო ხომალდები ან თვითმფრინავები, ტაივანის სრუტის თავზე, დაახლოებით, თვეში ერთხელ გადაადგილდება. ეს მისიები პეკინს ყოველთვის აღიზიანებს. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ამ სრუტეზე იურისდიქცია მას აქვს. ტაივანი და შეერთებული შტატები ამას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სრუტე საერთაშორისო წყლებს ეკუთვნის.

ამერიკის საზღვაო ძალების მე-7 ფლოტმა განაცხადა, რომ P-8A Poseidon საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი გადაფრინდა სრუტეზე, რომელიც „საერთაშორისო საჰაერო სივრცეშია“ და დასძინა, რომ ამ ფრენამ, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მიმართ, შეერთებული შტატების ერთგულება აჩვენა.

„ტაივანის სრუტეში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებით, შეერთებული შტატები იცავს ყველა ერის ნავიგაციის უფლებებსა და თავისუფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა, გააკრიტიკეს ფრენის გადაწყვეტილება და მას "საჯარო აჟიოტაჟი" უწოდეს. მათ დაამატეს, რომ აკონტროლებდნენ ამერიკის თვითმფრინავს ტრანზიტის განმავლობაში და შექმნილ ვითარებას "ეფექტურად" უპასუხეს.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ P-8A გადაფრინდა ჩრდილოეთის მიმართულებით სრუტის თავზე და რომ რომ "სიტუაცია ნორმალური იყო".