ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანი აცხადებს, რომ ჩინეთმა მის სანაპიროსთან ახლოს თევზჭერის ნავი დააკავა


Taiwan China
Taiwan China

ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა თევზმჭერი გემი დააკავეს, რომელიც ტაივანის კონტროლირებად კუნძულთან იდგა. გემზე გადასვლისა და მისი ეკიპაჟის აყვანის შემდეგ, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა, გემი ჩინეთის მიერ კონტროლირებად სანაპიროზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტაივანის სანაპირო დაცვა ავრცელებს.

ჩინეთი დემოკრატიულად მართულ ტაივანს, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. გარდა ამისა, ზეწოლა ტაიპეიზე მაისიდან, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტემიმ თანამდებობა დაიკავა, გაიზარდა. პეკინი მოქმედ პრეზიდენტს „სეპარატიზმში“ ადანაშაულებს.

კალმარების თევზმჭერი ნავი ტაივანის ადმინისტრირებად კინმენის კუნძულებთან ახლოს იყო, რომლებიც ჩინეთის ქალაქების - სიამენისა და კუანჟოუს გვერდით მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, გემი სამშაბათს ღამით, 2 ივლისს, ჩინეთის წყლებში იმყოფებოდა, როდესაც ის ჩინეთის საზღვაო ადმინისტრაციის ორმა კატარღამ ჩაიგდო ხელში - განაცხადა ტაივანის სანაპირო დაცვამ.

ტაივანის ნავი ჩინეთის თევზაობის აკრძალვის პერიოდში იყო გასული, თქვა სანაპირო დაცვამ და დასძინა, რომ ტაივანი დაუკავშირდება ჩინეთს და მოუწოდებს მათ, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ მეთევზეები.

ჩინეთის სანაპირო დაცვის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანაპირო დაცვის ჩინოვნიკებმა სამხრეთ ფუჯიანში დააკავეს ტაივანის ნავი, რადგან ის არღვევდა თევზაობის საზაფხულო აკრძალვას და ახორციელებდა უკანონო ოპერაციებს.

ჩინეთის ტაივანის საქმეთა ადმინისტრაციას ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG