ამერიკის ხაზინის მდივანი ჟანეტ იელინი ჩინეთს მოუწოდებს გამოიყენოს მისი გავლენა რუსეთზე, უკრაინაში ომის დასასრულებლად. მან პეკინი გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გავლენა ექნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ აგრესიას.
„ჩინეთი არ უნდა მოელოდეს, რომ გლობალური თანამეგობრობა მის მოწოდებას სუვერენიტეტის და ტერიტორიული ერთიანობის დაცვისკენ მომავალში, როცა ამ პრინციპებს ახლა არ იცავს, როცა ამის საჭიროება დგას, მხარს დაუჭერს“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია დიდი ოცეულის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებაჩინეთის მთავრობას აღნიშნულზე არ უპასუხია, თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპირეკმა ჟაო ლეიანმა რეგულარულ პრეს-ბრიფინქზე უკრაინის საკითხზე ისაუბრა.
პეკინმა უკრაინის კრიზისში ბრალი შეერთებულ შტატებს დადო და გაააკრიტიკა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები. „პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, სანქციები მძიმედ აწვება გაჭირვებაში მყოფ მსოფლიო ეკონომიკას“, - განაცხადა პეკინმა.
პეკინი ამ დროისთვის არ შეერთებია მსოფლიოს ბევრი წამყვანი ეკონომიკის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.