ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი “მოსკვაზე” უკრაინის სარაკეტო თავდასხმას არ აღიარებს


რუსეთმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს მისი შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა და გემის პორტში დასაბრუნებლად ზომები მიიღეს.

ეს მას შემდეგ, რაც ბორტზე საბრძოლო მასალის აფეთქება მოხდა, რომელიც უკრაინის თქმით, სარაკეტო დარტყმით იყო გამოწვეული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საბჭოთა ეპოქის სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ გემი ძლიერ დაზიანდა. უწყება არ აღიარებს გემზე თავდასხმას და აცხადებს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებით დადგინდება.

უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ ხომალდს უკრაინული წარმოების გემსაწინააღმდეგო რაკეტა “ნეპტუნი” დაარტყეს, რის შემდეგაც, ხომალდმა ჩაძირვა დაიწყო.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, “მოსკვა”, რომელიც ექსპლუატაციაში 1983 წელს შევიდა, 16 ხომალდსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტით იყო შეიარაღებული, რომელთა დაფარვის მანძილი მინიმუმ 700 კმ იყო.

კიევი აცხადებს, რომ ეს არის ხომალდი, რომლის ეკიპაჟისადმი უკრაინელი სამხედროების მიმართვა, - რუსულო სამხედრო გემო, “იდი ნა ხუი” უკრაინული წინააღმდეგობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

XS
SM
MD
LG