ყრილობა ჩინეთში

მთავრობა ეკონომიკური ზრდის პირობას დებს
ჩინეთის მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის, გარემოს დაცვის და ეკონომიკის გაუმჯობესების პირობას დებს. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებმა, პეკინში ეროვნული სახალხო კონგრესის სხდომაზე განაცხადეს. ყრილობას ათასობით დელეგატი ესწრება. კონგრესი 13 დღის მანძილზე იმუშავებს. სესიაზე სიტყვით გამოვიდა თანამდებობიდან მიმავალი პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო. მან პრემიერის რანგში ბოლო სიტყვა წარმოთქვა. მისი განცხადებით ჩინეთი მძიმე ამოცანის წინაშე დგას, რაც ეკონომიკური ზრდით და შემოსავლების დაბალანსებით უნდა გადაიჭრას.
„ეკონომიკური განვითარება მზრად კონფლიქტში მოდის რესურსების კონსერვაციასთან და გარემოს დაცვასთან. სხვაობა საქალაქო და სასოფლო რაიონების განვითარებას შორის სულ უფრო იზრდება და ამდენად შემოსავლები დაუბალანსებელი ხდება,“ - განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ვენ ძიაბაომ.