შეერთებულ შტატებში მოქმედი ინტერნეტის უსაფრთხოების ჯგუფი ჩინეთის მთავრობას ამერიკის მთავრობის, ბიზნესის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელებაში სდებს ბრალს. 60 გვერდიან მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩინეთში მოქმედი ჰაკერების ჯგუფს „მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა“ გააჩნიათ, რის შედეგადაც ისინი ფართომასშტაბიან და გრძელვადიანი კიბერ-შპიონაჟის კამპანიას ახორციელებენ. მოხსენების თანახმად, ჩინელი ჰაკერების ჯგუფმა 2006 წლის შემდეგ ამერიკაში მოქმედი დაახლოებით 150 ორგანიზაციის მონაცემები მოიპარა, მათ შორის 20 უდიდეს საწარმოზე მიიტანეს იერიში. აღნიშნული ბრალდება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ჰაკერული შეტევები საერთაშორისო პრობლემაა და მის წინააღდმეგ ბრძოლა ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით უნდა მოხდეს
ამერიკაში მოქმედი ინტერნეტის უსაფრთხოებს ჯგუფის ბრალდებას პეკინი უარყოფს