ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა სამხედრო რეფორმებს აღრმავებს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები 6 წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობს მშვიდობის დამყარებას. სამოქალაქო ომის შედეგად ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი ან ლტოლვილი გახდა. ასევე, არ წყდება ბრალდებები ერთნიკურ საფუძველზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების თაობაზე.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იმედი აქვს ვითარება მალე შეიცვლება და ქვეყნის არმიის რეპუტაციის გაუმჯობესებით ქვეყანაში უსაფრთხოებას აღადგენს.

მარი ნოელ კოიარა ამბობს, რომ ქვეყანაში რამდენიმე რეფორმა ხორციელდება, მათ შორის, ჯარისკაცების წარსულის შემოწმება და ტრეინინგები. მისივე თქმით, ჯარის დისლოცირება მოხდება ქვეყნის ოთხ ძირითად რეგიონში.