2014 წლის დასაწყისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 28 ქვეყანაში მცხოვრები 58 მილიონი ადამიანის დასახმარებლად, 16 მილიარდ 9 მილიონ დოლარი მოითხოვა. ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ და გაერომ ამ თანხის მხოლოდ 30 პროცენტი ანუ ხუთი მილიარდ ორი მილიონი დოლარი მიიღო.
გაეროს ჰუმანიტარული დეპარტამენტის უფროსი ვალერი ამოსი ამბობს, რომ საქველმოქმედო სააგენტოები საკამოდ დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. მისი თქმით, ვიდრე გაერო დახმარების თანხებს მოელის ჰუმანიტარული კრიზისი უფრო მასშტაბური ხდება და ძლიერდება.
კრიზისის სიმძაფრის დონის მიხედვით, პირველ სამეულში სირია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და სამხრეთ სუდანი მოხვდა. მარტო სირიის კრიზისის შედეგად, ცხრა მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი და მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები სამი მილიონი ლტოლვილი სასწრაფო დახმარებს მოელის.
"ამერიკის ხმასთან" საუბარში გაეროს წარმომადგენელმა ვალერი ამოსმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ რა ჰუმანიტარული ოპერაციებია საჭირო ერაყში, სადაც ბოლო დროს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა.
„ერთადერთი საზღვარი, რომლითაც შესაძლოა ადამიანებს დახმარება მიეწოდოს - ერაყსა და სირიას შორის მდებარეობს. ამ საზღვარს დღესდღეობით ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. თუმცა მთავარ პრობლემას მაინც ის მრავალრიცხოვანი ლტოლვილთა არმია წარმოადგენს, რომელიც მოსულში დაპირისპირების შემდეგ შეიქმნა.“
გაეროს დაანგარიშებით, ქალაქი მოსული ბოლო დროს ნახევარ მილიონამდე ადამიანმა დატოვა, სამასი ათასმა კი ქურთისტანს შეაფარა თავი.
ვალერი ამოსის თქმით, ამ წუთას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ 2 მილიონ ნახევარ ადამიანს სასწრაფოდ შველა ესაჭიროება. სამხრეთ სუდანში სიტუაცია განსკუთრებით კრიტიკულია, რადგან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალადობას იქ მილიონნახევარი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„ხშირმა წვიმებმა, ქოლერამ და მალარიამ უამრავი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი იმსხვერპლა.საქველმოქმედო სააგენტოებმა ახლახანს გამოსცეს გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე სდსამხრეთ სუდანში სამი მილიონ რვაასი ათასი ადამიანის დახმარებას ითვალისწინებს. დახმარებაში ჯანდაცვა, სურსათი, სასმელი წყალი, თავშესაფარი და სანიტარული პირობების გაუმჯობესება შედის. სასწრაფო ზომები უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ მოსახლეობა შიმშილობას გადაურჩეს.“
ვალერი ამოსის თმით, ოსლოში გაეროს ფონდმა სამხრეთ სუდანის დასახმარებლად 600 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. თუ ასე გაგრძელდა, საქველმოქმედო ორგანიზაციების და დახმარების სააგენტოების საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური გახდება.