შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ ტვიტერზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით საქართველოს მესამე პრეზიდენტისადმი წარდგენილი ბრალდებები უნდა "შემოწმდეს"
„დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნებია. სააკაშვილმა იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დაბრუნება. პოლიტიკური მართლმსაჯულება მიუღებელია დღევანდელ ევროპაში და მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდება უნდა შემოწმდეს ნამდვილად სამართლიან სასამართლო პროცესზე“
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის ამ დროისთვის საპყრობილეში იმყოფება და შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი 2 ოქტომბერს თანაგუნდელმა თინა ბოკუჩავამ მოინახულა. გუშინ პატიმრობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოინახულა.
ასევე ნახეთ: მიხელ სააკაშვილი დაკავებულიასააკაშვილს ამ დროისთვის 2 საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი, 2 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. 1 ოქტომბერს საქართველოში მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, რაც 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.