საპროტესტო აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ამ დრომდე, რთული ვითარებაა რამდენიმე ქალაქში. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში უკვე რამდენიმე საათია ქალაქი სიეტლია, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტონომიური ზონა შექმნეს და მას "კაპიტოლიუმის ბორცვის ავტონომიური ზონა" დაარქვეს.
ტერიტორიას სრულად აქციის მონაწილეები აკონტროლებენ და ამბობენ, რომ პოლიციას ტერიტორიაზე არ შეუშვებენ და ისინი საკუთარი წესებით იმოქმედებენ. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ე.წ. ავტონომიურ ზონაში ფილმებს უყურებენ და ცოცხალ მუსიკას უსმენენ.
პარალელურად, რამდენჯერმე მოხდა შეტაკება პოლიციასთან როცა აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავდნენ. აქციის მონაწილეების რადიკალურმა ფრთამ დააზიანეს, ავტომობილები, შენობები და ძეგლები.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებსსიეტლში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტი ვაშინგტონის შტატის გუბერნატორს და ქალაქ სიეტლის მერს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დრულად "დაიბრუნონ" ქალაქი.
"დაიბრუნეთ ქალაქი უკან. ის, რაც ხდება დაუშვებელია. კანონი და სამართალი,"- წერს პრეზიდენტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
ანტირასისტული გამოსვლები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა 40-ზე მეტ ქალაქს მოედო. დემონსტრანტთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა ბოლო დღეების განმავლობაში. რადიკალი აქციის მონაწილეები კი აგრძელებენ შენობების დარბევას და ძეგლების დაზიანებას.
ასევე ნახეთ: ფლოიდის დაკრძალვის შემდეგ პროტესტი კვლავ გაგრძელდებაგანსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები სხვადასხვა ისტორიული ფიგურის ძეგლებს აზიანებენ, მათ შორის ყველაზე ხშირია კრისტოფერ კოლუმბის ძეგლების დაზიანების ფაქტები.
ასევე ნახეთ: აქციის მონაწილეთა რადიკალურმა ფრთამ ვირჯინიაში რამდენიმე ქანდაკება დააზიანასამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ათასობით აქციის მონაწილე დააპატიმრეს.