დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში გასულ კვირას მოათავსეს და ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის შეძლებს პრემიერ-მინისტრი მუშაობის განახლებას.
"შესანიშნავი ამბავი. პრემიერი ბორის ჯონსონი რეანიმაციული განყოფილებიდან გაწერეს. ჯანმრთელად იყავი ბორის!!,"- წერდა პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერზე მაშინ როცა ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.